ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემრე ჯანმა “იუვეს” თანხმობა განუცხადა

https://www.youtube.com/watch?v=dxCSkRmAgEY

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ემრე ჯანი მომავალ სეზონს შავთეთრი მაისურით ჩაატარებს.

ემრე ჯანი ტურინელების წინადადებას დათანხმდა. ფეხბურთელი თანახმაა “იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელიც 5 წელზეა გათვლილი და გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს ითვალისწინებს. ემრე ჯანმა პსჟ-ს და “ბაიერნს” “იუვენტუსი” ამჯობინა. გადამწყვეტი ფაქტორი ფეხბურთელის აგენტის ფაზელის და პარატიჩის კარგი ურთიერთობა აღმოჩნდა.

გთავაზობთ ვიდეოს,რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს ფეხბურთელის შესაძლებლობებს.

54 thoughts on “ემრე ჯანმა “იუვეს” თანხმობა განუცხადა

    1. football-italia-ზე ეწერა. მეც ძაან მეეჭვება, მაგრამ საუნტერესო იქნებოდა ნაპოლის შემტევი სტილის ხილვა კონტეს თავკაცობით :)

        1. ჩელისიდანაც წამსვლელს არ გავს, ფანები არ ეწინააღმდეგებიან და აბრამოვიჩი მამშვები რო ყოფილიყო აქამდე გაუშვებდა

    1. მე კონტეს ფანი არ ვარ და დიდადაც არ მევასება ეგ მწვრთნელი… (მადლობას ვუხდი იმისთვის რაც იუვეში გააკეთა და დაიწყო) მაგრამ არამგონია კონტე ნაპოლიში წამოვიდეს

  1. გუშინ ინგლისში ყველა გაზეთმა დაწერა სერგოზე და იმობილეზე რო ტოტენჰემი 100 ლიმონ გურვანქას ამზადებსო მაგ ორისთვისო… პოჩენტინოს მოთხოვნა ყოფილა… ნეტა მაროტა მოიგონებს რამეს?

  2. ფედერალურმა პროკურორმა პეკორარომ, ნაპოლის თავგადაკლულმა ფანმა, ალეგრის და ტალიავენტოს ჩანაწერებს ვუყურე და გამოძიების დასაწყებად ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავო.

    1. 700 ჟურნალისტთან ერთად უთხრა ეგ სიტყვები და მაგაზე აპელირება უხერხულია,მაგრამ სხვა გზა აღარ აქვთ :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.