ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადოს ბედი ალეგრის მომავალზეა დამოკიდებული

ხუან კუადრადოს მომავალი მასიმილიანო ალეგრის ხელშია:

ყოველ შემთხვევაში ტუტოსპორტი ასე მიიჩნევს..

აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით კოლუმბიელის მომავალი მაშინ გაირკვევა, როდესაც ალეგრისთან კონსულტაცია გაიმართება. მაროტა უახლოეს პერიოდში შეხვდება იტალიელ თავკაცს, რის შემდეგაც გვეცოდინება დარჩება თუ არა იგი იუვეს თავკაცის პოსტზე.

ბოლო ხანებში პრესაში აქტიურად ჩნდება ცნობები თითქოს მაქსის წასვლა გარდაუვალია და შესაბამისად მთელ რიგ ფეხბურთელებს, რომლებიც მისი მოწონებით იმყოფებიან ტურინში, ასევე გაურკვეველი სიტუაცია უჩნდებათ..

კუადრადოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი და მისი გახანგრძლივება, გაუმჯობესებული პირობებით ახლა დღის წესრიგში არ დგას და არ იქნება იქამდე, მანამ ბიანკონერის გენერალური დირექტორი მწვრთნელის საკითხზე საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება.

ჯერჯერობით იუვეს კოლუმბიელთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება არ მისვლია და შესაბამისად, საუბარი თითქოს ხუანის დამატება სხვა გუნდებს სურთ გადამეტებულია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
6 years ago

არადა როდის ვამბობდი ალეგრი მიდისთქვა, სეზონის სტარტზე :chuvak:
ეს დარჩეს თუ თანახმაა მეთორმეტე მეცამეტე ფეხბურტელის როლზე, სულ სასტავის კაცი არაა, შემტევებიდან სულ სასტავში იგუაინი – დიბალას ეკუთვნის მარტო.
ინძაგი თუ მოვა ალბათ გაუშვებს ამას და ბერნას დატვირთავს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x