ჰიოვედესი:”იუვეს მენტალიტეტმა გამაოცა”
ბენედიქტ ჰიოვედესი ჟურნალისტებს იუვენტუსის მენტალიტეტსა და მიზნებზე საუბრობს:
“მეც და კლუბიც კარგად ვხვდებით, რომ ჩემპიონატის მიმდინარე ეტაპზე კონცენტრირების დაკარგვა დაუშვებელია.. სკუდეტო და იტალიის თასი მნიშვნელოვანი ტურნირებია, რომელთა მოპოვება აუცილებელია. თუმცა, ეს ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შეფასდეს.
სამწუხაროდ ტრავმებმა არ მომცეს უფრო მეტჯერ მოედანზე გამოსვლის საშუალება, თუმცა უკანასკნელ ხანებში ჩატარებული მატჩებიდან აშკარად ჩანს, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფები. კლუბს ჰქონდა საშუალება ჩემი სათამაშო მახასიათებლები სათანადო დონე შეეფასებინა.
ჩემს კარიერას რომ გადავხედო, გამოჩნდება რომ საკლუბო დონეზე გერმანიის თასი მაქვს მოგებული.. ამიტომ სკუდეტოს დაუფლება უდაოდ სასიხარულო იქნება.. ფაქტიურად პირველად გავხდები ქვეყნის ჩემპიონი, რაც დიდი სიამაყის საბაბს იძლევა.
სამპდორიასთან შეხვედრა? ეს იყო ჩემი მეორე მატჩი იუვეს რიგებში.. კარგ თამაშს გატანილი გოლიც დავუმატე და ბუნებრივია ეს დაპირისპირება ჩემს მეხსიერებას დიდხანს შემორჩება.
რამ გამაკვირვა ტურინში? მენტალიტეტმა.. დევიზი “ბოლომდე” აქ ყველაფერში შეიმჩნევა! მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი იყო სადაც მეტოქე ბოლო წამებზე დავამარცხეთ.. მაგალითად როგორც ინტერთან მოხდა.. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება, რაც გუნდის ჩემპიონურ ხასიათს ხაზს მკაფიოდ უსვავს”.
იმედია რუგანიც კაი იგროკი დადგება 33 წლის ასაკში
აი ტრავმები რო არ ქონდეს მართლა კარგი იგროკია