ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ჩემი მომავალი? ტურინში ყველაფერი მაკმაყოფილებს”

ბოლონიასთან ტურინელებს იოლი გასეირნება არ ელით, ყოველ შემთხვევაში ალეგრი გუნდს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს:

“ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და უმჯობესია კონცენტრირება არ დავკარგოთ. ჩვენ გველის დაპირისპირება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც იოლად არავის არაფერს არ დაუთმობს.

მატჩისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა არ მსურს ეს სიმშვიდე იმ დონეზე იყოს გაზიარებული რომ მატჩს რომელიმე ჩვენგანი ზერელედ მიუდგეს.. მანამ სანამ არსებობს მათემატიკური შანსი, რომ მეტოქე მოახერხებს ტიტულის მოპოვებას, იუვენტუსს არა აქვს უფლება თუნდაც 1 ქულა მაინც რომ დაკარგოს.

ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში სტაბილურობა დავკარგეთ.. დიახ, 18 შეხვედრაში მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა, მაგრამ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 6 ბურთის გაშვება მოვახერხეთ და ეს ნორმალური ციფრები საერთოდ არ არის!

როგორც მადრიდში ასევე ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ, გუნდმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომები, რომელიც საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა. ამიტომ ახლა თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმალურ ყურადღებას ვითხოვ თითოეულ ეპიზოდში! მათ გუნდის საერთო წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ.

ბოლონიასთან, ისევე როგორც სათასო შეხვედრაში კარს ბუფონი დაიცავს. დაცვის ხაზიდან ახლა ჩემს განკარგულებაში იმყოფებიან რუგანი, ბარძალი, ჰიოვედესი და ბენატია. პიანიჩის ადგილს სასტარტო შემადგენლობაში მარკიზიო-ბენტანკურიდან ერთ-ერთი დაიკავებს. წინა ხაზში დიბალას და იგუაინს ვიხილავთ.. სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთი დაუსვავს სკუდეტოს მფლობელის ვინაობას საბოლოო წერტილს!

დავრჩები თუ არა ტურინში? სიმართლე გითხრათ აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ვერ ვხედავ ერთ მიზეზსაც კი თუ რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა.

კუადრადო მარჯვენა მცველის პოზიციაზე? ვფიქრობ, მას აქვს საჭირო მახასიათებლები, რათა მომავალში ძალზედ ეფექტურად ირჯებოდეს აღნიშნულ მონაკვეთზე.

ბაიერნი დიბალათი დიანტერესდა? ფეხბურთელი რომელიც ისტორიას წერს ბუნებრივია არაერთი კლუბის თავლთახედვის არეში მოხვდება.. თუმცა, იგი ახლა იუვენტუსსზეა ორიენტირებული და დარჩენილ სამ შეხვედრაზე. საერთოდაც, მისთვის ეს წელი მნიშვნელოვანი იყო.. არგენტინელმა დიდი ნახტომი გააკეთა წინ და თუ მართლაც სურს გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაშინ ბევრი საკითხის აწონ დაწონვა მოუწევს.

არსენალი? როგორც უკვე გითხარით ტურინში თავს იდეალურად ვგრძნობ.. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.. ახლა მთავარია ჯერ სკუდეტო მოვიპოვოთ, ხოლო შემდეგ იტალიის თასის დაუფლებაზეც ვიფიქროთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
6 years ago

რათქმაუნდა არსად წამსვლელი არაა )) მაგას ვამბობ რა ხანია ) ერთადერთი ვარიანტია თუ გააგდებენ )) და არც ეგ მოხდება ))) სხვაგან წასვლას რა აზრი აქვს ხვდება რო იუვეს დონის გუნდს ვერ ნახავს და ვერ გაუმკლავდება სიტუაციას )) არ უნდა უმუშევარი იჯდეს ) :D

სვანჩიკა

მააააქსსსსს მიაწექიიიიიი ბოლომდეეეე შენ იუვესთან ერთად ლიგა უნდა დადოოოიო :loool: :loool: :loool: :juvee: :juvee: :juvee:

სვანჩიკა

შემეშალა სიცილის სმაილიკები მინდოდააააა :lool: :lool: :lool:

maradona73
6 years ago

:lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ისე უცნაურად ჟღერს და იუვეს მაისური მომენატრა სუფთა, ანუ დროშისა და თასის გარეშე )))

რ ე ა ლ ი ს ტ ი

კვადრატა ახალგაზრდა აღარაა ამიტომ მივესალმები მის უკან დახევას

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x