იტალიურ-ინგლისური სატრანსფერო სვლები
საინტერესო მოვლენები შეიძლება განვითარდეს იტალიურ-ინგლისურ სატრანსფერო ბაზარზე:
იუნაიტედი რომ ალექს სანდროთი სერიოზულად არის დაინტერესებული ახალი არავისთვისაა.. ინგლისელები მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ ეცდებიან ბრაზილიელის გაფორმებას და როგორც ჩანს საწადელს მაინც მიაღწევენ..
ბიანკონერის ხელმძღვანელობა ბრაზილიელის ასპარეზობით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის და თუ რომელიმე კლუბი მინიმუმ 60 მილიონს გადაიხდის, მაშინ სამხრეთ ამერიკელსაც გაიფორმებს.. ასეთად კი მანჩესტერ იუნაიტედი სახელდება, რომელიც მოურინიოს სურვილის დაკმაყოფილებას გეგმავს.
თუმცა, ეს თანხა შესაძლოა მცირედით შემცირდეს, რადგან ტურინელებს მატეო დარმიანის გაფორმება სურთ.. მაროტა იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონის ინვესტირებას გეგმავს და შესაძლოა ეს თანხა სწორედ სანდროს ტრანსფერში იყოს გათვალისწინებული, რითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩებოდა.
აუუუ რა მაგარია დავბრუნდიიი
კომენტარს ვწერ ავოიეეე
გაუთ იუვენტინოებოოოოოოო
ზლივს დავრეგისტრირდი
დიდი მადლობა ვინც დამეხმარა რეგისტრაციაში
რატომღაც არ მგონია რომ სანდრო ასე იაფად დათმონ ისე კი შეიძლება პოგბაში გაცვლა მაგრამ ერთი მოზიციის დასუსტებით რა გამოვა მეორეს გაძლიერება ერთი სიტყვით ფაქტი ფაქტად რჩება რომ გუნდი უნდა გაძლიერდეს + გაახალგაზრდავდეს შეიძლება ალაბაზე ფსონის დადება თუ სანდროს გავუშვებთ იმ თანხად ალაბა მოვიყვანოთ.