ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია მორატაზე და თავად ესპანელი ლონდონურ ყოფაზე

საინტერესო ცნობები ვრცელდება ალვარო მორატასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე თან ერთვის ესპანელის კომენტარი ჩელსიში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

ესპანელი ფორვარდი როგორც იტალიური მედია იუწება ახლოს არის ტურინში დაბრუნებასთან, სადაც მის კარიერაში ალბათ ყველაზე ეფექტური მონაკვეთი ჩაატარა. ჟურნალისტების მტკიცებით მორატამ იუვესთან პირადი კონტრაქტი შეათანახმა და ახლა ჯერი კლუბებზეა..

თავად მორატა შემდეგ კომენტარს აკეთებს ჩელსიში თავის ყოფასთან დაკავშირებით:

“ატლეტიკოსთან მატჩი, გოლები და გამარჯვება! ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდგომ გაუთავებელი ტრავმების სერია ერთმანეთს მიყვა..

ხშირად ჩავდიოდი გერმანიაში სადაც ექიმებთან კონსულტაციებს გავდიოდი.. ტკივილი არსად ქრებოდა, თუმცა მეორე დღესვე ლონდონში დაბრუნება და ვარჯიში მიწევდა.. არაერთ მატჩში დიდი ტკივილების ქვეშ ვთამაშობდი.

რეალი იუვენტუსი? ბუნებრივია ვუყურე და ეპიზოდი საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა.. მოგვიანებით ლუკას ვასკეს ვესაუბრე, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია.. მან მითხრა რომ კონტაქტი ნამდვილად იყო და მე მისი მჯერა.. ვესაუბრე თუ არა ბუფონს? არა ჯიჯისთან ნამდვილად არ მილაპარაკია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
6 years ago

:lool:

ALLENATORE
6 years ago

კონტაკტი არ იყოო ბრმა თუ იტყვის )) :D:D )) კონტაკტი ნამდვილად იყო ) ჯერ ხელები დაადო ბენატიამ მხარზე ვასკესს ) უბრალოდ ეს იმ დონის კონტაკტი არ იყო რო ასეთ დროს 15 წამით ადრე პენალი დაედო იმ სირს )

lasha lasha
6 years ago
Reply to  ALLENATORE

ნუ ეგეც თქვა საეჭვო იყოო მოკლედ არც მწვადი დაწვა და არც შამფური ამიტ ჩანს რო იუვე მაგრად უყვარს მაგრად მევასება მგონია რომ ეგ ტუ მოვიდა მოვიგებთ ლიგას უეჭველი იუვეში ძაან მაგარი იყო თანაც სულ გრანდებთან მისდიოდა თამაში მოდი მოდი ჩვენი ოქრო :forza: :forza: :forza:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  ALLENATORE

წეღან სვანჩიკამ გითხრა რომ ალეგრიზე ასე ზუსტად ზიზღი გალაპარაკებს და არა რეალობა,რეალტან დე შელიოს არანაირი ტრავმა არ მიუღია არამედ თავიდანვე გეგმა იყო მანძუზე ბურთის ჩაწოდება რაც მაგან ვერ შეასრულა და შეიცვალა ლიხტათი. ნუ იცი რა ეს ცინიკური მარაზმი რომ სენ ერთმა ყველაფერი იცი დუნიაზე და სხვამ არავინ არაფერი.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x