ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”სკუდეტო ოფიციალურად ჯერ არ მოგვიპოვებია”

იუვენტუსი სკუდეტოს იმ დონეზე მიუახლოვდა, რომ პრაქტიკულად ზედიზედ მეშვიდე ტიტული დღე-დღეზე უნდა იზეიმოს, თუმცა მორიგი სკუდეტოს გაოფიციალურებამდე კლუბს მაინც ესაჭიროება მოახლოებულ შეხვედრაში მინიმუმ ქულის მოგროვება:

“დიახ, ძალიან მივუახლოვდით მაგრამ ჯერჯერობით მეტოქეს მათემატიკური შანსები რჩება და შედეგად, ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო წარმატებისთვის.

ბოლონიაზე რა უნდა ითქვას.. მათ გამოიყენეს შანსი რომელიც თავადვე ვაჩუქეთ, რის შემდეგაც თავს კარგად იცავდნენ. საბოლოო ჯამში მეორე ნახევარში განხორციელებული სწორი ცვლილებების შედეგად, მოვახერხეთ მეტოქის გატეხვა.

კოშტა? ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც მოედანზე სხვაობას ჰქმნის და შედეგზე უშუალოდ ზემოქმედებას ახორციელებს.. თამაშის წინა ღამით იგი მამა გახდა და წესიერად გამოძინებულიც არ იყო.. შედეგად ბრაზილიელის სათადარიგოთა სკამზე დატოვება გადავწყვიტე.

არ გვყავდა ბენედიქტ ჰიოვედესი და ამიტომ კვადვო ასამოასგან დაცვით მანევრირებაში მეტი ჩართულობა გვესაჭიროებოდა, რომ ალექს სანდროს ვინგერის პოზიციაზე ნაყოფიერად ეასპარეზა.

ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის სტარტზე გითხარით, რომ დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი ჩვენს თამაშს სათადარიგოთა სკამიდან მნიშვნელოვნად გააძლიერებდნენ.

მილანთან მატჩს სრული კონცენტრირებით და ერთი მიზანით ვხვდებით.. გუნდი საოცარ პერიოდს ატარებს, მაგრამ ეს ფინალია, სადაც ბუნებრივია მინდორზე გამარჯვებისთვის გავალთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
6 years ago

8-ში ღამით სოსკა ჩაუდე კოსტაიას ტკბილად დაიძინოს მინიმუმ 2 საგოლე პასს გააძრობს :lool: :lool:

ALLENATORE
6 years ago

მორატამ პირადი კონტრაკტი შეათანხმა იუვესთანო ))) ნუ გააჩნია ჩელსიში ვინ იქნება მწვრთვნელი ))) ლუის ენრიკე თუ მივიდა არამგონია ეგ გაუშვას )) ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა ფილოსოფიის მწვრთვნელი მივა არისტოკრატებში ) :D თავად ესპანელს რაც შეეხება ეხლა ისე თამაშობს იუვეშიც აუცილებლად სკამს გახეხავს )))

ALLENATORE
6 years ago

)))))))) ფეხბურთი ითამაშე თუ ძმა ხარ და არ გინდა ეგ ფოკუზები )) ბონუჩის თასი არ ააწევინო და არ გვაჭამო საუკუნის სირცხვილი )) :D )) დუგლასა კარგად დააძინე :D ))) იავნანა უმღერე ეგ კი გამოგივა კაი ბულბულის ხმა გაქ :D )

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x