ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის თავს შავი ღრუბლები გროვდება..

რა ხდება ტურინში?

დღეს იტალიური გამომცემლობები ერთი მეორეს მიყოლებით ალეგრის სავარაუდო წასვლაზე ერთხმად საუბრობენ..

როგორც ჩანს გალილეო ფერარისზე სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს ალეგრის მიერ მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით.. უკავშირდება თუ არა ეს რეალთან მარცხს? არ არის გამორიცხული, რადგან გუნდს ლიგაზე წარმატება საოცრად სურს და შესაძლოა დირექტორთა საბჭოში გაჩნდა მოსაზრება, რომ იუვენტუსს ახალი სისხლი ესაჭიროება..

არ არის გამორიცხული რომ ლიგაზე წარუმატებლობას თან ერთვის მიმდინარე სეზონის არასტაბილური ასპარეზობა თითქმის ყველა ტურნირზე, რომელზეც კლუბი ასპარეზობდა.. სკუდეტოს მფლობელის ვინაობა ბოლო 4-5 ტურამდე გაურკვეველი რჩებოდა და ნაპოლისთან მარცხის შემდეგ სიტუაცია საერთოდ უკიდურესად დაიძაბა..

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჟურნალისტები მის წასვლაზე ალაპარაკდნენ და ბუნებრივია სავარაუდო შემცვლელებზეც არ დააყოვნეს ინფორმაცია..

ასე მაგალითად ტუტოსპორტი ორ კონკრეტულ გვარს ასახელებს.. არავინ იცის რატომ მოხვდა ამ მოკლე სიაში ზინედინ ზიდანი, რომელიც ისტორიულ შედეგთან არის ახლოს.. ფრანგი გახდება პირველი სპეციალისტი რომელიც ზედიზედ მესამე ლიგის თასისთვის იქონიებს პრეტენზიას.. ლა ლიგა ხომ არ არის პრობლემა? იქნებ პერესს ყელში ამოუვიდა ლიგის თასი და ახლა ცვლილება სწორედ პრიმერას მოსაგებად სურს, რომ განახორციელოს? შეიძლება თვლის, რომ ზინედინის ძლიერი მხარე გრძელი მარათონული რბენა არ არის..

მეორე ვარიანტი გაცილებით რეალურია.. სიმონე ინძაგი დღეისათვის იტალიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სპეციალისტია, რომელმაც ძალზედ მოკრძალებულ ლაციალესთან ფრიად აღსანიშნავ მიზანებს მიაღწია.. მის ხელში არაერთი ფეხბურთელი გაიზარდა და ახლა ბაზარზე 50-დან 100 მილიონამდე ღირს..

კიდევ ერთი ადამიანი კარლო ანჩელოტია.. ამ ცნობებს უკვე სქაი სპორტი ავრცელებს და თავად ანჩელოტიმაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:

“დიახ, იტალიიდან არაერთი დიდი კლუბი დამიკავშირდა. ამ ეტაპზე ყველა წინადადება მოვისმინე და ვფიქრობ, რომელს დავთანხმდე.. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ.. თუმცა, გადაჭრით გეტყვით რომ იტალიაში ვბრუნდები და კარიერას კვლავინდებურად საკლუბო სფეროში განვაგრძობ..”

ამ განცხადების შემდეგ ბუნებრივია იუვენტუსის ერთ-ერთ მომავალ თავკაცად უდაოდ უნდა განვიხილოთ კარლო ანჩელოტი.. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.. დაახლოებით ორი კვირის რადიუსში ალეგრის ხელმძღვანელობას შეხვდება და სწორედ აქ გადაწყდება ყველაფერი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
6 years ago

არა რA აქ სიტუაციას რომ ვუყურებ ბევრი მასტერლიგას ძალიან მაგრად ითამაშებს

dato khomeriki
6 years ago

ზიდანი ფაქტია კარგი მწრვთნელია მაგრამ მთელი ეს წელი არასტაბილური გუნდი ყავდა ლალიგაში – მწვრთნელობის მაგ გუნდს არაფერი ეტყობოდა ესპანეთში. აი ლიგაზე კი მსაჯით თუ უმსაჯოდ უნდა ვაღიარო რომ ძალიან გაუმართლა – ფინალშია გინდი რომელმაც პლეი ოფში ერთი კარგი თამაში აჩვენა ნახევგუნდა პსჟსთან. არც მანდამაინც შარშან უბრწყინია განსაკუთრებით ბავარიასთან მაგრამ ნუ წლევანდელთან შედარება არაა. ანჩელოტი ალბათ მაინც ცუდი ვარიანტია გამომდინარე მისი მოთხოვნებიდან – არავინ უყიდის ტოპ ვარსკვლავებს თუმცა არსებულითაც შესაძლოა უკეთესი შედეგიც ეჩვენებია. ინძაგი კარგია ოღონდ რამდენად კარგი იქნება იუვეს კალიბრის გუნდისთვის ეგაა საკითხავი. ალეგრის დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ მაგრამ ამ ეტაპზე თუ დატოვებენ და 100-150 მილიონს გაისვრიან ბაზარზე განაპირა მცველებში… Read more »

Di Francesco # 1
6 years ago

ტუტოსპორტმა დაწერა ვინ დარჩება მომავალ წელს იუვეში, ბუფონს 0% მისცეს დარჩენის :chuvak: იმედია ცდებიან…
სანდრო – 5%
ასამოა – 0%
ლიხტა – 0%
ჰიოვედესი – 25%
პინსოლა – 90%
ბენატია – 70%
რუგანი – 80%
ხედირა – 30%
მარკიი – 60%
ლეგენდა – 50%
ბენტუკური – 80%
კვადრადო – 90%
იგუ – 95%
დიბალა – 60%
მანჯუ – 35%
დანარჩენები 100% რჩებიან

Old Juventus
6 years ago

ეს შეფასებები მოვიდა კლუბის მიერ განხორციელბული სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე ხომ თავისთავად?

ამ პოლიტიკის შესაბამისად იგუს დაუწერეს 95%, რომელიც გუნდის ტორმუზია და არანაირი პერსპექივა, მხოლოდ რეგრესი ექნება და ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს და პერექტივა აქვს 60% -დიბალას.

სწორედ ეს არის იუვეს პრობლემა ლიგის მოგების კუთხით, და პირველ რიგში მენჯმენტის და დაფინანსების პრობლემა გვაქვს რომ ვიყოთ სტაბილურები და ამის შემდეგ თუ ვერაფერს იზამს ალგერი შეიძლება გაუშვა.

მე პრობლემა არ მაქვს გაშვების შემმთხვევაშიც, მაგრამ თუ უშვებ უნდა მოიყვანო უკეთესი, უკეთესი კიდევ მაქსიმუმ 3 ტრენერი თუ იქნება, რომელთა მოყვანს ერთი ადგილი არ აქვს მენეჯმენტს და რავიცი რაივიცი…

nexus
6 years ago
Reply to  Old Juventus

kai komentarebs wer dzma gaixare…:)))

Old Juventus
6 years ago
Reply to  nexus

Thanks :)))

6 years ago

არადა სხვა რაღაცა თქვა ანჩელოტიმ. იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარო მაგრამ იტალიაში ბევრი ალტერნატივა არააო და შეიძლება საზღვარგარეთ დავრჩეო. ერთადერთი რაც დაადასტურა საკლუბო ფეხბურთში ვიქნებიო.

forza bianconeri
6 years ago

რა საცოდავი გუნდია იუნაიტედი, ტოპ ფეხბურთელებს ყიდულობენ, უამრავ ფულს ხარჯავენ და მწვრთნელი არ ჰყავთ ტიპებს, სევილიებთან ვარდებიან :lool: :lool: 90 მილიონად იყიდეს სავიჩი, სამაგიეროდ მაროტამ იგუაინი იყიდა 90 მილიონად :blin:

Dato777
6 years ago

ვინ გაიყიდება და ვის იყიდიან არცერთ Gუნდში არ ცყვეტს ტრენერი, უბრალოდ ხელმძღვანელობა ათანხმებს მცვრთნელთან და სახავენ პრიორიტეტ ტრანსფერს, ვერავინ დამაჯერებს რომ ალეგრი მივიდა ანიელისთან და უთხრა პოგბა გაყიდე და რინკონი მომიყვანეთო

nexus
6 years ago
Reply to  Dato777

alegri ar mividoda pogba gayideo ar ityoda magram arian iseti mwvrtnelebi romlebsac ver ubedaven gayidvas da dzalit achereben fexburtelebs zogic shedegianad da zogic ushedegod…

Dato777
6 years ago
Reply to  nexus

გუნდის მფლობელი ტრინერს ვერ უბედავს? საინტერესოა

Old Juventus
6 years ago
Reply to  Dato777

Dato777 და რა არის ამაში გაუგებარი? ვერ უბედავს მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს რომ ტრენერი თოფით ადგას მფოლებელს თუ გამიყიდი გესვრიო, აქ არის ორხმრივი თანამშრომლობა, რაც გვხვდება ჩვეულებრივ ყოველდრიურ ცხოვრებაშიც… მწვრთნელს აქვს მოთხოვნები, თუ არ დაუკმაყოფილებ არ მოვა ან მალევე წავა გუნდიდან და თუ გუნდს უნდა რომ დიდი შედეგები დადოს კვალიფიციურ მწვრთნელს უნდა დაუკმაყოფილო მისი მოთხოვნები, სხვა შემთხევავში არ გაჩერდება შენთან, თუ ფეხბურთელებს არ მოუყვან ან მითუმეტეს არსებულს ტოპებს თუ გაუყიდი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ანალოგიური მომენტი გხვდება ხელფასზე, როდესაც უფროსთან შეხვალ და ეტყვი სხვა მთავაზობს მეტს და თუ არ მომიმატებ მივდივარ, თუ ჭირდები და სურს სამსახურში დალაგებულად იყოს ოპერაციები მოგიმატებს და… Read more »

nexus
6 years ago
Reply to  Old Juventus

100iani xar dzma… :up:

kaxaber chantladze
6 years ago

მე მგონია ანჩელოტი ყველაზე რეალური კანდიდატია,ეს იმ კატეგორიის მწვრთნელია რომელსაც შეუძლია როგოც სკუდეტოს ასევე ლიგის მოგებაც.მითუმეტეს იუვეში ნამუშევარია და ასე თუ ისე იცის გუნდის მენტალიტეტის.დარწმუნებული ვარ რომ მის ხელში სულ სხვა იუვენტუს ვიხილავთ.

Di Francesco # 1
6 years ago

nexus
არ ვიცი ფინანსური კრიზისი შეიძლება აქვთ მარა კლუბი რო სწორად ვითარდება ფაქტია, სწორი ტრანსფერები გააკეთეს ბოლო დროს და სედეგებიც დაასტაბილურეს ასეთუისე, სუსტ გუნდებს მარტივად უგებენ, ისე რო მეტოქეს ფაქტიურდ შანსს არ აძლევენ, პერიშიჩი – ალკანტარა – ვესინო – ბროზოვიჩი არაა ცუდი ნახევარდაცვა + ბებერი ვალერო, შეტევაც კაია თუ იკარდი შეინარჩუნეს, დაცვის ცენტრიც ნორმალურია, მეკარე ხო შეიძლება საუკეთესოც ყავდეთ ამ ეტაპზე, 3-4 კაი კაცი თუ დაიმატეს და ეს შემადგენლობა სეინარჩუნეს მომავალ წელს ოთხეულში უეჭველი შევლენ, წელსაც მირჩევნია ინტერი გავიდეს ლიგაზე, ბოლო ტურსი ლაციოს ხვდებიან და თუ მოიგეს მემგონი ინტერი გადის თანაბარი ქულების შემთხვევაში

nexus
6 years ago

rom arici krizis ambavi magito ambob…:D kanselo ver gamousyidiat da ra fexburtelebi unda iyidon… piriqit pereshichs da icardis ukve bevri msurveli gamouchnda da ravici me ar mjera imdenad… imedia vcdebi ver vitan inters magram italiis warmateba gamixardeba evrotirnirebze…

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  nexus

ხო თუ ფული არ აქვთ და ტრანსფერებს ვერ გააკეთებენ მაშინ ჯობია ლაციო გავიდეს ლიგაზე, ლაციო ამ სემადგენლობით უფრო ბრძოლისუნარიანი იქნება ლიგაზე ვიდრე ინტერი დღევანდელი შემადგენლობით

forza bianconeri
6 years ago
Reply to  nexus

იმედია არ ცდები და იკარდის მოიყვანენ :chuvak: შევაწუხე ხალხი ვანდას ბიჭით :chuvak: მაგრამ ძალიან მომწონს ეგ ფეხბურთელი.

nexus
6 years ago

aq tu moiyvanes bazari araa… :lool:

forza bianconeri
6 years ago

ფეხბურთელს ვერ მოიყვანს ვერც ზიზუ და ვერც კარლო. მხოლოდ მაროტა-პარატიჩზეა ეგ დამოკიდებული და თუ თვითონ არ მოინდომეს ვინმეს ყიდვა, მწვრთნელის მოთხოვნა ბევრს არაფერს შეცვლის.

Giampiero Boniperti
6 years ago

წელს ალეგრი არსად არაა წამსვლელი სამწუხაროდ :chuvak:

Old Juventus
6 years ago

ჩემი აზრით ამ ეტაპზე იუვეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება ინძაგი (სტატიაში ჩამოთვლილ მწვრთნელებს შორის) და რათქმაუნდა პირველ რიგში ზიდანი იქნებოდა იდეალური ვარიანტი და შემდგომ ანჩელოტი და რატომ… ეს ორივე იმ კალიბრის ტრენერია, რომლებიც მენეჯმენტს მოთხოვენ 2-3 ტოპ ტრანფერი დადებას და მაგ:ზიდანის ხელში გუნდი აღარ იყიდის სხვა გრანდის ჩამოწერილ ფეხბურთელებს, ამ სატრანსფერო პოლიტიკით კი ვხედავთ გადამწყვეტ თამაშებში ხშირად გუნდს აკლია თავდაჯერებულება და არის ხოლმე კლასში სხვაობა… პირველ რიგში გუნდს ჭირდება მომოთხოვნი სპეციალისტი, რომელიც დაიკიდებს მენეჯმენტის არასწორ ტრანსფერს და დაახვევინებს ღიპიანს, რომელიც იმენა გუნდის ტორმუზია და მოაყვანინებს 2-3 ტოპს. იძაგი მეც მესიმპატიურება, მაგრამ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება რაც ეხლა გაქვს და დიდი არაფერი შეიცვლება,… Read more »

nexus
6 years ago
Reply to  Old Juventus

zidans vin mouyvanes?… zidans yavda fexburtelebi piqit gayida araerti… fexburtelebs ufro ancheloti moiyvans chemi azrit am sameuliad ogobd gayidis kidevac da esaa sashishroeba

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  nexus

ზიდფანი სახელბის ხამი არაა, სახელის გამო არავის მოითხოვს, თუ შეამჩნია რო შეუძლია ბერნარდესკი და სხვა ახალგაზრდები გაავარსკვლავოს, ამათ მისცემს შანს და სახელების მოყვანას არ მოითხოვს, რეალში არავინ მოუთხოვია პირიქით სახელები საკმზე დასვა და ასენსიო – კაზემირო – ვასკესებს მისცა შანსი.
ცუდი მწვრთვნელი არ განიხილება ამ ეტაპზე იუვეს ირგვლივ, ყველას აქვს დიდი პლიუსი, ერთადერთი რაც შეიძლება ცუდი იყოს ისაა რო მანჩინის ნიშნავენ ნაკრებში :chuvak:

nexus
6 years ago

magas vambob mec ro zidani ver moiyvans realshi piriqit gayida fexburtelebi faktia da opgba undoda maxsovs yvelaze metad da ver mouyvanes…

Old Juventus
6 years ago
Reply to  nexus

ძირითადის კაცი ზიდანისთვის არავინ გაუყიდიათ, ხამესს და მორატას წლები სკამზე ამოუვიდათ ყელში და მაგიტომ წავიდნენ.
მე იმას ვამბობ რომ ალგრიმ მაგალითად ლიხშტაინერი 2 წლის წინ ჩამოწერა და ეხლა იძულებულია შეიყვანოს 11 თუ 16 წუთზე, ამას ზიდანი არ აიტანს და პირობას დაადებინებს და დეშილიოს, ასამოას მსგავსი ფეხბურთელები არ იყვნენ იუვეში, ასევე შეაცვლევინებს ღიპიანს და მოიხოდება გუნდი. ამ კამანდით თუ გუნდმა ტორმუზი ხალხი არ მოიშორა ალეგრიზე კარგ შედგეს ვერცერთი ტრენერი დადებს, თუ შეცვლიან სატრანსფერო პოლიტიკას გუნდი ხარისხობრივად მალევე მოუმატებს ალგერის და ზიდანის ხელშიც…
ბერნანდესკი ალეგრიმ მართლაც რომ მაგრად მოხოდა, ტრავმა მიიღო ცუდი დროს ძაან

nexus
6 years ago
Reply to  nexus

gayidvaze arc mqonda am shemtxvevashi akcenti shedzenaze mqonda aqcenti erti pogba undoda da isic ver moiuyvanes…

Old Juventus
6 years ago

პოგბა ცოტა სხვა შეთხვევაა, ალბათ შეჯერდნენ აზრზე რომ აუცილებლობას არ წამოადგენდა იმ პირობებში, როცა მანჩე ასტრონომიურ თანხას იხდიდა და მაგ შემთხვევაში იყო რისკი რომ შეიძლება თვითონ პოგბა ვერ ჩამჯდარიყო გუნდში და დარჩენილიყო სკამზე, როგორც კაკას შემთხევავში მოხდა.

საქმე ისაა რომ რომ არ ყოლოდა მოდრიჩი ან კროოსი აუცილებლად უყიდიდა პერესი პოგბას, ეს ჩემი პირადი აზრია და დარწმუნებული ვარ ამაში :)

სვანჩიკა
Reply to  Old Juventus

მენენჯმენტს რაც აქვთ გეგმა რომ უნდა დახარჯონ ტრანსფერებზე იმაზე მეტს არც დახარჯავენ სულ რომ ზიზუ ანჩე მაურინიო და კიდე არვიცი ერთად დანიშნონ იუვეში ვინც მოვა მწვრთნელი მაგასთან თავიდანვე იქნება შეთანხმებული ყველა ნიუანსი ამიტომ ეგ რომ ზიზუ მოვა და მოთხოვს ეგრე არაა თავიდანვე არ მოვა მაშინ ისევე მოითხოვს ინძაგიც და სხვაც რაზეა გათვლა და რა თანხებზე ამას ელკანი ანიელი გადაწყვიტავს მათი ბიზნესია ეგ სფერო და არა რომელიმე თუგინდ ავტორიტეტი მწვრთნელი :no

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Old Juventus

ჯერ ბინა იყიდო და ფასი მერე გაიგო ეგ პონტია. სანამ მოვლენ მწვრთნელები მანამდე ათანხმებენ ყველაფერს

Dato777
6 years ago

წესით ივნისისს შუა რიცხვებში გაირკვევა ყველაფერი

სვანჩიკა
Reply to  Dato777

უფრო მგონია მაისის ბოლოს ,20 მაისს მთავრდება სეზონი და თვის ბოლომდე ეგ ამბავი გადაწყდება ასე ვფიქრობ :c:

Di Francesco # 1
6 years ago

იუვე
რომა
ინტერი
მილანი
ეს იქნება ოთხეული მომავალ წელს

nexus
6 years ago

isev napoli(saris) tu shegveziareba da roma… milanelebi ukan darchebian rame radikalurad tu ar shecvalen

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  nexus

სარი ჭკვიანი კაცია და წავა წელს ნაპოლიდან, მომავალ წელს ოთხეულშიც გაუჭირდება გასვლა და მერე საერთოდ არავინ მოითხოვს სარის, დღეს კიდე ასეთუისე კაი გუნდები ეძახიან, ამიტო წავა სარი და სარის გარეშე ნაპოლი მითუმეტეს ვერ იბრძოლებს ოთხეულისთვის, თან იმისიც მჯერა რო წელს ინტერი და მილანი გაძლიერდება და ნაპოლის ადგილი აღარ დარჩება ოთხეულში, კალეხონიც მიდისო ნაპოლიდანო, მერტენსიასაკში შედის, ინსინიეც უნდა წავიდეს, ჰამშიკიც ბერდება, ხულიბალიც წავა, რეინაც წასულია, მოკლედ მე ნაპოლის არ მჯერა

nexus
6 years ago

mase dzma interic krizisshia icardi wava kanselos ver yiduloben da ganvitarebas ver vxedav da milani milania kide igive gatuzos xelshi verafers izams fexburtelebic ver ushvelia… napoli ratqmaunda saris gareshe noli iqneba yvelaze realuri romaa mainc tan finansebi daematebat ligidan gamomdinare..

სვანჩიკა

იშვიათად ხდება ხოლმე რომ დაგეთანხმო ალბათ სულ ერთი პროცენტია ამის შანსი :lool: თუმცა ნაპოლის და სარის შეფასებაში მართალი ხარ ეგრეა :up:

Di Francesco # 1
6 years ago

სკუდეტოს ყველა მოიგებს, დღეს იმის მსგავსი კლუბიც არ არსებობს სერია ა_ში როგორიც იუვე იყო 2011 წელს, ერთადერთი რომა შეიძლება ჩაითავლოს სწორად განვითარებად კლუბად, რო არა იუვე მომავალ წელს რომა გახდება ჩემპიონი, ნაპოლი არაა ის გუნდი რო ზედიზედ 2 წელი იბრძოლოს ჩემპიონობისთვის, ოთხეულში შეიძლება ვერ გავიდეს ნაპოლი მომავალ წელს. იუვეში ისეთ მწვრთვნელს მოიყვანენ, ყოველშემთხვევაში ეს იქნება ამოცანა რო გუნდმა ქვედა ზონის გუნდებს მეორე სასტავითაც მოუგოს და რაც მთავარია იმდენი ავტორიტეტი უნდა ქონდეს მწვრთვნელს რო არ შეეშინდეს კრუტუნებთან მეორე სასტავის დაყენება და არ იფიქროს ახლა ამას რო ვერ მოვუგო ფანები გადამივლიანო, ასეთი მშიშრების ადგილი იუვეში არაა. მეორე ამოცანა იქნება ლიგაზე მეტი ძალის… Read more »

შეიხ ბეპე ალ მაროტა

ზიდანის კანდიდატურა ამ ეტაპზე არარეალური მგონია, მაგრამ მომავალში შეიძლება მოინდომოს ძველ გუნდში დაბრუნება. ინძაგი არაა ცუდი ვარიანტი

nexus
6 years ago

ancheloti ro movides sheidzleba ligaze uket vitamashot magram ligasac gavushvebt xelidan da skudetosac… :lool: :lool: :lool: me ratomgac aqedan yvelaze metad indzagi minda

nexus
6 years ago
Reply to  nexus

p.s. vici araferi daumtkicebia me minda ubralod…:D

სვანჩიკა
Reply to  nexus

კი ბატონო ძმაო კი ბატონო ბაზარი არაა მესმის შენი სიმპატიაა შენ წარმოიდგინე და ჩემთვის ანჩე პირველია ალეგრის მერე მაგრამ აი დაჟე ზიზუს მოსვლას არ მგონია ეგ მართალი მარა მაინც ინძაგი მირჩევნია აქაც მეც სუბიექტური ვარ იტალიელების მიმართ ესეც ჩემი სტიქიაა მარა ვინმეს თავს კიარ ვახვევ რომ გინდა თუარა მე ვარ მართალი თქო კაცო

სვანჩიკა

აგერ ძმაო დაველოდოთ მოვლენებს რათუნდა ეს ექსტრემისტული გინება არის მოლოდინის რეჟიმი მაროტამაც თქვა გუშინ დავილაპარაკებთო ჩამოთვლილი კანდიტატები სამივე მისაღებია რათქმაუნდა მე ზიზუს ვაფასებ მაგრამ მაინც მირჩევნია პირველი ანჩე სიმეონესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მართლა კარგად ითამაშა მის ხელში ლაციომ ვნახოთ რა მოხდება წავა ალეგრი პირადად მე ვეტყვი დიდ მადლობას და წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით და მისი გულშემატკივარიც კი ვიქნები სადაც წავა იქაც მორჩა და უპირველესყოვლისა ფორცა იუვე ესაა ჩემთვის მთავარი :juvee: :juvee: :juvee: :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x