ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იმედი მაქვს ბიჭები კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ”

იტალიის თასის ფინალის წინ მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა:

“იტალიის თასის ფინალში წარმატებული ასპარეზობა, იუვენტუსის საოცარ ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი იქნება. თუ გავითვალისწინებთ რაოდენ რთული გამოდგა ინტერთან და ბოლონიასთან შეხვედრები, მაშინ ჩვენი ენთუზიაზმი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

როგორც ჯიჯიმ თქვა მილანთან მატჩი მუდამ დაბალანსებული და საინტერესოა.. ფინალში კი ეს ყოველივე მეტად იზრდება..

ჩვენ დავუპირისპირდებით რთულ მეტოქეს, რომლის რიგებშიც უამრავი ტექნიკური არსენალის მქონე მოთამაშე ირიცხება.. შესაბამისად ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ და რაც მთავარია ვიპოვოთ საჭირო ბალანსი.

იმედი მაქვს, რომ ბიჭები გულშემატკივრებს და მე, კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ..

დაცვის ცენტრში ამ სიიდან ორი იასპარეზებს: ბენატია, ბარძალი და რუგანი.. დე შილიომ, მანჯუკიჩმა და სტურარომ სამწვრთნელო სესიაში მონაწილეობა მიიღეს.. შედეგად სამივე მათგანი მზად არის მოედანზე გამოსასვლელად.. ჩვენ მხოლოდ კიელინის და ჰიოვედეს ვერ დავიხმარებთ..

გატუზო საფეხბურთო ცხოვრების ადამიანია.. მას მუდამ სურდა სამწვრთნელო სამყაროში ყოფნა.. მილანელთა სათადარიგოთა სკამზე მუშაობა იოლი არ არის, მაგრამ მან ეს შეძლო და შექებას იმსახურებს”.

194 thoughts on “ალეგრი:”იმედი მაქვს ბიჭები კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ”

  1. ეს რა იცის ხოლმე ალეგრიმ, მეორე მეკარეს ათამაშებს მთელი კოპა და ფინალში ჯიჯი, მაგრამ რა საკვირველია რო აფასებს ნუმერო უნოს

      1. უი შემშლია მაშინ. რატომღაც ეგრე მახსოვდა რო ფინალებში ჯიჯი იდგა. ალბათ სუპერთასის ფინალებში ამერია.

  2. ანგარიშს და ჩუქებას რა მნიშვნელობა აქ, 1-0 დამთავრდებოდა თუ 7-0 ფაქტია იუვენტუსი 5 თავით მაღლა დგას მილანზე, მეგონა გატუზო გუნდს გააკეთებდა მარა ბოლომდე ვერ გამოუვიდა რაღაცა, სუსტ გუნდებთან აშკარად შეცვალა გუნდის მენტალიტეტი მარა ძლიერებთან ისევ ძველი მილანია, ნახევარდაცვა ძან სუსტი ყავს, გატუზო უნდა ხვდებოდეს იმდენს რო 3 შემტევი ზედმეტია ამ მილანისთვის, კისი ვაფშე გასაგდებია და 2 გამოკვეთილი საყრდენით უნდა ითამაშონ, ბილია და კიდე ერთი ვინმე ხისტი საყრდენი…

    1. ვიზიარებ კონტეს ამბავს. 1 შანსიღა აქვს – ლივერპულმა ბრაიტონთან უნდა წააგოს სახლში და ჩელსმა გასვლა მოუგოს ნიუკასლს, ალბათ ნულის ტოლია შანსი ლიგაზე გასვლის

  3. როგორ ვთქვა მაგრამ ოთხი გოლიდან ორი პირადად დონარუმამ მოგცათ და ერთიც კალინიჩმა მარა ამის მიუხედავად ყველა ასპექტში წინ იყავით.

    მოლოცვით ვერ მოგილოცავთ :))) უბრალოდ არ შემიძლია ისეთ დღეში ჩამაგდო იმ განდ/ონა ბავშვმა და კაკლის ხემ…

    ალეგრის რაც შეეხება როგორც ვიცი ზედიზედ მეოთხე საშინაო დუბლს ასრულებს და ვულოცავ მაგარი შედეგია მაგ კაცის დარი მწვრთნელი ცოტაა. :up:

  4. აი სკუდეტოზე მეტად გამიხარდა ეს ანგარიში რაა)) არ მეზიზღება მილანი. პირიქით მართლა მინდა რო მოიხოდოს ზოგადად, მარა აი ბონუჩის გამო და სეზონის წინ ტუფტა ამბიციების გამო ეს იყო ამათთვის საუკეთესო პასუხი))

  5. პირლო აჩვენეს და გასწორებულში იყოო ერთ-ერთმა მილანისტამ.
    პირლოო :love: :love: ისე 1 სეზონსაც ჩაატარებდა პირლო კარგად ცოტა ნაადრევად წავიდა თავისი დონისთვის, იგივეს ვიტყოდი ჯიჯიზე

  6. კამენტატორი გაოცდა, მილანის გულშემატკივარი გოგონა აჩვენეს და უხაროდა :chuvak: რა უხარია ამ *ემის *ლეონარდოს 4-0 წააგოო კამენტატორმა :lool:

  7. არ. ვიცი რა ხდება და ეა თამაშია ვინ რა გვაჩუქა მაგრამ მაგარი ანგარიშია. მილანს და გადუზოს კი აპლოდისმენტები ასეთი გუნდით ფინალამდე რომ მოვიდა

    1. 2ჯერ დონარუმას გაუვარდა ხელიდან ასაღები ბურთი და 1 კალინიჩმა გვაჩუქა – კუთხურიდან კარგი თავური შეაგდო, როგორც ნამდვილ თავდამსხმელმა :))

  8. ახლა დაგვცინეთ 4-1-ზე ეგეც კუადრადოს უსამართლო გაძევების გამო რო წავაგეთ დიდი ანგარიშით. სად ხართ ეგ ხალხი რო შემოვარდით და 4-1 როგორ წააგეთ ფინალშიო :lool: მილანი 8-0-ს რო წააგებდა მაგ მატჩში, იგივე კონდიციებში, იმ დღესვე დაგიწერეთ და ახლაც გავიმეორებ

  9. რა ქნა მსაჯმა ვაიმეე :blin: უპრეცედენტო რამ დაფიქსირდა, მილანი ბრუნდებოდა თამაშში და ნაადრევად დაუმთავრა :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.