ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იმედი მაქვს ბიჭები კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ”

იტალიის თასის ფინალის წინ მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა:

“იტალიის თასის ფინალში წარმატებული ასპარეზობა, იუვენტუსის საოცარ ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი იქნება. თუ გავითვალისწინებთ რაოდენ რთული გამოდგა ინტერთან და ბოლონიასთან შეხვედრები, მაშინ ჩვენი ენთუზიაზმი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

როგორც ჯიჯიმ თქვა მილანთან მატჩი მუდამ დაბალანსებული და საინტერესოა.. ფინალში კი ეს ყოველივე მეტად იზრდება..

ჩვენ დავუპირისპირდებით რთულ მეტოქეს, რომლის რიგებშიც უამრავი ტექნიკური არსენალის მქონე მოთამაშე ირიცხება.. შესაბამისად ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ და რაც მთავარია ვიპოვოთ საჭირო ბალანსი.

იმედი მაქვს, რომ ბიჭები გულშემატკივრებს და მე, კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ..

დაცვის ცენტრში ამ სიიდან ორი იასპარეზებს: ბენატია, ბარძალი და რუგანი.. დე შილიომ, მანჯუკიჩმა და სტურარომ სამწვრთნელო სესიაში მონაწილეობა მიიღეს.. შედეგად სამივე მათგანი მზად არის მოედანზე გამოსასვლელად.. ჩვენ მხოლოდ კიელინის და ჰიოვედეს ვერ დავიხმარებთ..

გატუზო საფეხბურთო ცხოვრების ადამიანია.. მას მუდამ სურდა სამწვრთნელო სამყაროში ყოფნა.. მილანელთა სათადარიგოთა სკამზე მუშაობა იოლი არ არის, მაგრამ მან ეს შეძლო და შექებას იმსახურებს”.

194 thoughts on “ალეგრი:”იმედი მაქვს ბიჭები კარგად ორგანიზებულ საღამოს გვაჩუქებენ”

  1. ახლა იღადაონ ახლაა 4-1 როგორ წააგეთ ფინალშიო :lool: :lool: უკვირდათ ბიჭო, არადა მაგ ანგირიშით იმიტო წააგო იუვემ რო არაფრის გამო გააგდეს კუადრადო

  2. ისწავლე შე სირ-ბავშვააა)) მარა რას ისწავლი კალინიჩისგან)) მილანის 7 ნომერი)) შევჩენკოსი მაინც არ რცხვენიათ 7-იანი რო ჩააცვეს დიდი ამბით)))

    1. ეგ ვიდალმა თქვა მგონი.
      ნუთუ ბონუჩი ეგეთი უტვინოა რო ეგ გააძრო, მაგრამ სადაც მთელს გუნდს დაუპირისპირდა ფინალის გასახდელში…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.