ალეგრი:”ვამაყობ ბიჭებით, რომლებიც საოცარ ისტორიას წერენ”
მასიმილიანო ალეგრის საინტერესო კომენტარი, რომელიც ზედიზედ მეოთხედ მოპოვებული იტალიის თასის შემდეგ გააკეთა:
“ჩვენ ვსაუბრობთ გუნდე, რომელიც საოცარ ისტორიას წერს! ბიჭები კომპლიმენტებს იმსახურებენ ყველა იმ ჯილდოსთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში მოიპოვეს.
საფეხბურთო სამყაროში მარცხი საკმაოდ ნორმალური მოვლენაა, რადგან ჩვენს გარდა სხვა გუნდებიც არსებობენ.. წარმატებისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მათგანი არის მოტივაცია.. მას სეზონის წარმატებულ მსვლელობაზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
საქმე იმაში არ მდგომარეობს, რომ იუვენტუსი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეს, არამედ ხალხში გაჩნდა განცდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.. მერწმუნეთ თითოეული მატჩი გამორჩეულია და გამარჯვების მოპოვება არცერთ მათგანში არ არის იოლი.. ეს ხომ ფეხბურთია, ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობა.
დიახ, გონსალოს ბუნებრივია სკამზე ყოფნა არ ესიამოვნა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მივანიჭე დასვენებულ იგუაინს, რომელიც საჭიროებისამებრ მნიშვნელოვან იმპულს შემატებდა გუნდს მეორე ტაიმში.. თუმცა, მატჩი ისედაც კარგად წარიმართა და მას პოზიტიური 15 წუთი შეხვდა.
აუცილებელია შეხედოთ დადებით ეპიზოდებს, როდესაც რაიმე ციკლის დასასრულს საუბრობთ.. გუნდს, რომელსაც ზედიზედ შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული პრობლემა არ გააჩნია.. დიახ, ყველა ტაქტიკურ მონახაზებზე საუბრობს, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე ეს სქემები.. ახალგაზრდა სპეციალისტებმა ეს ყოველივე კარგად უნდა გაითავისონ.. ერთია თეორია და მეორეა პრაქტიკა.. რეალურად საქმე სულ სხვაგვარად დგას..”
დელპოსადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად,ჩემთვის ჯიჯი არის იუვენტუსის სახე. მსოფლიოს 90%-თვის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა ბოლოსდაბოლოს,საუკეთესოობასთან ერთად მთელი კარიერა ჩვენს გუნდს მიუძღვნა და შესაბამისად ნაღდად არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ დელ პიეროზე მეტად აფასებდე. ორივე ძალიან დიდი ლეგენდაა,მაგრამ ჩემთვის ნომერ 1 ყოველთვის ბუფონი იქნება და ვფიქრობ რომ მისი წასვლის მერე იუვეს თამაშებსაც ისეთი მონდომებით და სიხარულით ვეღარ ვუყურებ ხოლმე,დელპოს წასვლის დროს ეს განცდა და ფიქრები არ მქონია,მიუხედავად იმისა რომ ლამის ცრემლი წამომივიდა მისი ბოლო მატჩის დროს
ნუ შეიძლება იმის ბრალიც არის რომ მე შედარებით ახალი თაობის გულშემატკივარი ვარ,არ ვიცი.
ჩემი აზრით, არა მხოლოდ იტალია, არამედ ყველა ტოპ ჩემპიონატი 18 გუნდზე უნდა გადავიდეს, ინგლისის გარდა.
ესპანეთშიც იგივე სიტუაციაა, რაც იტალიაში, ბოლო 2 ადგილზე მყოფი გუნდები ბევრად ჩამორჩებიან ხოლმე დანარჩენებს.
ხოდა მაგათი ბედოვლათობის გამო დანარცენი გუნდები ფიქრობენ რომ თავი ქუდში აქვთ და არ ემუქრებათ გავარდნა რაც უმოტივაციობას და უინტერესობას იწვევს
ყველას განსხვავებული აზრი აქვს. პირადად მე ჯიჯიზე მაღლა ვერავის დავაყენებ, ვერც დელ პიეროს.
დელ პიეროს მლანძღველი და მაგინებელი კაცი იუვენტუსის გულშემატკივარი ვერ იქნება. ალექსი და იუვენტუსი სინონიმებია.
ბუფონი კი არა, იუვენტუსის ყველა ფეხბურთელი ერთად აღებული დელ პიეროს ერთი ფრჩხილისხელაც ვერ იქნება იუვენტუსის ნამდვილი გულშემატკივრისთვის, ჩემი აზრით.
ისიც გვეყოფა იუვეს ფანებს, რომ ზოგიერთი ხისთავიანის გამო დელ პიერო გუნდიდან ნაწყენი გავუშვით.
ალექსი იუვენტუსია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი და ის იუვეს არცერთი გულშემატკივრისგან არ იმსახურებს ასეთ სიტყვებს.