იტალიაში სარეზერვო გუნდებს მწვანე შუქი აუნთეს
მომავალი სეზონიდან სერია ა-ს გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან მეორე, სარეზერვო გუნდი. ეს ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისარმა ალესანდრო კოსტაკურტამ Sportmediaset-თან ინტერვიუში დაადასტურა.
ჯანლუკა ლაპადულა უფრო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს: გუნდები ასპარეზობას ლეგა პრო-ში ( სერია ც) დაიწყებენ და შესაძლებლობა ექნებათ გადავიდნენ სერია ბ-ში, თუ მათი ძირითადი გუნდი არ გავარდა სერია ბ-ში. ასევე შეიძლება გავარდნენ სერია ბ-დან ც-ში, ხოლო სერია ც-დან დ-ში არა, რადგან სერია დ-ში ფეხბურთელები კარგავენ პროფესიონალის სტატუსს. ამ შემთხვევაში მათ სერია ც-ში თავისუფალი ადგილის ლოდინი მოუწევთ.
წელს არის ერთი პრობლემა – სერია ც-ში მხოლოდ 2 ადგილია თავისუფალი, მზადყოფნა კი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა: “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “მილანი”, “ატალანტა”, “ინტერი” და “ფიორენტინა”. ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ გააკეთებენ არჩევანს.
ვინ ითამაშებს? ოფიციალური წესები ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება: ფეხბურთელები 21 წელზე ნაკლები უნდა იყვნენ. იქნება ლიმიტი იტალიელებზეც, რომლებიც ძირითადში უნდა თამაშობდნენ, თუმცა რაოდენობა გარკვეული არ არის. არის გამონაკლისიც, თუმცა აქ ორი ვერსია ფიგურირებს. ერთი ვერსიით შესაძლებელია ორი ფეხბურთელის დამატება, რომელთა ასაკი 23 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მეორე ვერსიით კი შესაძლებელია სამი ფეხბურთელის დამატება ერთი პირობით – პირველ გუნდში 5 თამაშზე მეტი არ უნდა ჰქონდეთ ჩატარებული.
ზემოთ სურათზე წარმოდგენილია GDS-ის ვერსია, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს “იუვენტუს” B.
მოიცა სევილიამ მონტელა რა პონტში გაუშვა, ლიგაზე ისტორიული წარმატება არაფრად ჩაუთვალეს?
ძალიან არასტაბილურად თამაშობდნენ, 1 საოცარ თამაშს ჩაატარებდნენ და მერე ისვრიდნენ, ზედიზედ აგებდნენ და თან ხშირად დიდი ანგარიშებით 5-1 და 5-0ბს
ძალიან კარგი რა ეშველებათ აწი სატელიტ გუნდებს, იუვეს საშუალებით ფულებს რომ აკეთებდნენ
რაუნდა გკითხოთ თუიცით 1985 წლის სუპერთასის თამაში იუვენტუსსა და ევერტონს შორის რატო არშედგა?
უკვე მოვიძიე ინფოო,85 წლის ფინალის მერე ინგლისურ კლუბებეს რადგან ბანი დადებიათ აღარ შედგა თამაში…მაგრამ ამით ჩვენ რადავაშავეთ ერთი ტიტული დაგვაკლეს,პირდაპირ უნდა გადმოეცათ სუპერთასი ეს იქნებოდა სამართლიანი
იუვესნაირ გიგანტს უარს ვერ ეტყვიან 1 ადგილი ცვენების იქნება აუცილებლად. მითუმეტეს, რომ ანიელი და იუვე ცვლილებების ინიციატორები და მოსურნეები არიან კარგა ხანია

ვიკინგ ანუ მომდევნო სეზონიდან ანუ სექტემბრიდან იუვეს ეყოლება მეორე გუნდი???
ხო მარა პრობლემა იმაშია, რომ სერია ც-ში ორი ადგილია თავისუფალი და 6 გუნდს უნდა მოხვედრა, იმედია ერთერთი იუვე იქნება.
ანუ ვთქვათ ეგ თემა როგორ იქნება მანდ თუ 2 ადგილია და ამდენ გუნდს უნდა მოხვედრა ვის მიანიჭებენ უპირატესობას და როგორ ვითომ????