ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები პერინის ხელიდან გაშვებას არ გეგმავენ

მატია პერინისთან დაკავშირებით ახალი ცნობები ქვეყნდება:

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მაროტა ენრიკო პრეციოზის შეხვდება და მასთან პერინის ტრანსფერთან გამართავს მოლაპარაკებებს..

ტურინელები სერიოზულად ჩაერთვნენ საქმეში და როგორც ჩანს არ აპირებენ ნაპოლისთვის იტალიელი მეკარის დათმობას..

კონკრეტულ თანხასთან ერთად, მაროტა მზად არის გენუელებს ახალგაზდა და ძალზედ იმედისმომცემი მეკარე აუდეროს სატრანსფერო უფლებები დათმობს.. დამატებით, არენდის წესით იუვეს საკუთრებაში მყოფი როლანდო მანდრაგორა ერთი სეზონით ჯენოას დაუთმოს..

ჯერჯერობით არ სახელდება რა თანხის გადახდას გეგმავს იუვე პერინის სანაცვლოდ, თუმცა კულუარული ცნობებით ეს დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება..

ბიანკონერის პერინის გაფორმება მალევე სურს, რადგან უკვე ამ ეტაპზე თუ იტალიელებს დავუჯერებთ, ბიანკონერის უკვე შეთანხმებული აქვს ტრანსფერები ემრე ჯანის, მატეო დარმიანის, ლეონარდო სპინაცოლას და მატია კალდარას თაობაზე..

57 thoughts on “ტურინელები პერინის ხელიდან გაშვებას არ გეგმავენ

  1. ბერნა რატო გაიყვანა? საუკეთესო იყო შემტევებს შორის და კაცს იმდენი გამბედაობა არააქ რო შედარებით ნაკრლები სახელის მქონე საუკეთესო მოთამაშე მოედანზე დატოვოს და შედარებით დიდი სახელის მქონე ცუდად მოთამაშე გაიყვანოს…

    1. შენ ლიჟბი ალეგრი გააკრიტიკო რაა აი კაცურად თქვი დღეს ბერნას თამაშში რა მოგეწონა? საუკეთესო როგორ იყო როცა ბურთი ყველაზე ბევრჯერ შემტევებიდან მაგან დაკარგა ან რატომ უნდა გაერისკა როცა 1ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო

  2. კარში კიდევ ვერ დაარტყეს ჰო? საყვარელი გუნდია მაგრამ სიამოვნებაც უნდა მიიღო ყურებით როცა ამის რესურსი გუნდს აქვს . რას გავდა ეს მერამდენედ უკვე … 90 წუთს ვკარგავთ ტყუილად

  3. გილოცავთ ბიჭები 7ჯერ ზედიზედ სკუდეტო ძაან დიდი ხანი დარჩება რეკორდად :forza: მომავალ წელს ლიგა მიგველოცოს ერთმანეთისთვის :juvee: :juvee:

  4. აი ამიტომ აღარ მევასები ალეგრი, ზუსტად ამიტომ :blin:
    შეუტიეთ და გახიეთ რა, დაეზარათ თამაში.
    რისთვის ინახავენ ძალებს? მორჩა სეზონი

    1. ფუ მაგათი დ,შ ლეგალიზებასა ითხოვენ ახლა და რომ კიტხო მაგათ არა ბარიგებთან აარფაერი აკავშირებთ მხოლოდ ტავისუფლებ აუნდათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.