ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები კატალონიელთა ნიჭიერი შემტევის გაფორმებას აპირებენ

საინტერესო ცნობები ქვეყნდება ესპანურ მედიაში:

იუვენტუსი ბარსელონას ხელმძღვანელობას დაუკავშირდა პაბლო მორენოს ტრანსფერთან დაკავშირებით..

კატალონიელთა 16 წლის ფორვარდი საკმაოდ იმედის მომცემ მოთამაშედ ითვლება და მან უარი თქვა ბარსასთან არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე..

მის ამჟამინდელ კონტრაქტში კი დევს პუნქტი გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სულ რაღაც 3 მილიონ ევროს შეადგენს..

ბიანკონერის ხელმძღვანელობა მზად არის ამ პუნქტის ასამუშავებლად და შესაბამისი ინფორმაცია ბარსას უფროსობას უკვე მიაწოდა.

ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობისას, მიმდინარე სეზონში პაბლოს ანგარიშზე 31 გატანილი ბურთია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

აზრი არ აქ , მოიყვანენ და გაუშვებენ სერია ჭ ში სადაც დაიკარგება,

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x