ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპინაცოლამ ტურინელთა გეგმები თავდაყირა დააყენა

ლეონარდო სპინაცოლას ტურინული თავგდასავალი მაინც და მაინც პოზიტიურ ნოტაზე არ იწყება:

ფეხბურთელი სეზონის დასრულებისთანავე ტურინელთა განკარგულებაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუშინ გაკეთებულმა ოპერაციამ ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა..

იტალიელი ნებისმიერ ვარიანტში დაბრუნდება იუვეში, მაგრამ თუ აქამდე ხელმძღვანელობა ალექს სანდროს და კვადვო ასამოას ტრანსფერებს აქტიურად განიხილავდა, ახლა სიტუაცია ამ მხრივ თავდაყირა დადგა..

როგორც ექიმები იუწყებიან სპინაცოლას აღდგენითი პროცესი 4-6 თვეს მოიცავს.. საქმე გვაქვს მენისკის და ჯვარედინი მყესების დაზიანებასთან, რაც დამეთანხმებით საკმაოდ სერიოზული პროცესია..

შედეგად, არ არის გამორიცხული ტურინელებმა ასამოას არსებული კონტრაქტი გაუხანგრძლივონ.. სხვათაშორის თავად კვადვომ გუშინვე უარყო ცნობები თითქოს ინტერთან კონტრაქტი გააფორმა:“იუვენტუსში თავს კომფორტულად ვგრძნობ და წავიდე, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მეპატიჟება არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად.. დიახ, ჩელსი, ინტერი და სხვა გუნდები მიმზიდველ პირობებს მთავაზობენ, მაგრამ შეცდომის დაშვება არ მსურს..”

ალექს სანდროსთან დაკავშირებით უფრო რთულადაა საქმე.. მანჩესტერი ტურინს 60 მილიონს სთავაზობს ფეხბურთელში, რომელმაც მიმდინარე სეზონი ფაქტიურად ჩააგდო.. პირველ წელთან შედარებით სანდრომ გაცილებით დაბალ დონეზე იასპარეზა და იდეაში სპინაცოლა სწორედ მის შემცვლელად მოდიოდა..

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ტურინელებს სერიოზულად მართებთ დაფიქრება, რადგან სანდროსთან ან ასამოასთან დამშვიდობების შემთხვევაში კლუბს მოუწევს ბაზარზე შესაფერისი კანდიდატურების მოძიება და ეს ისეთი პოზიციაა, რომელიც ახლა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ფრიად პრობლემატურად ითვლება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მჯერა რომ სანდრო თუ დარჩება გაისად ჩადგება ფორმაში,ოღონდ ფორმა ყოველ მეორე თამაშში არ მიიღება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x