ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ჩემი ტურინში დარჩენის შანსი დიდია”

შეშლილი მაქსი საინტერესო თემებზე საუბრობს:

“შანსი, რომ მომავალ სეზონს ტურინში გავატარებ საკმაოდ მაღალია.. სეზონის დასრულებისთანავე ხელმძღვანელობას შევხვდები, რომელთან ერთადაც მომავალს დავგეგმავთ.. ჩვენი აზრები გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით ხშირად ემთხვევა და დიდად მეეჭვება ახლა სიტუაცია შეიცვალოს..

ჩემპიონთა ლიგა? იუვენტუსი არის გუნდი რომელიც ყოველ მესამე დღეს მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის.

ჩემს მიერ აქ გატარებული 4 წლიდან, თითოეული ერთი მეორესგან განსხვავებულია. პირველში იყო იტალიის თასის ფინალში წარმატება, რასაც ლიგის ფინალში გასვლა მოყვა.. ეს იყო მენტალიტეტის ზრდის ეტაპი..

მეორე იყო მნიშვნელოვანი დაბრუნება ჩაგდებული სტარტის შემდეგ.. 26 შეხვედრიდან 25-ში გამარჯვების მოპოვება უდაოდ ფანტასტიური შედეგი იყო..

ის ვინც ამ იუვეს არ აქებს ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.. გაწეული შრომისთვის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი აპლოდისმენტებს იმსახურებს.

მიმდინარე სეზონში 53 შეხვედრა ჩავატარეთ.. 51 გუნდი.. ეს საოცარი ციფრებია და ამაზე დაფიქრება თითოეულს მართებს.. გუნდს კი დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის!

არ გაგიკვირდებოდათ, რამდენიმე მოთამაშეს წასვლის თხოვნით რომ მოემართა? არ ვიცი ლიხტშტაინერი და ასამოა თუ წავლენ.. მოთამაშეები რომლებმაც იუვესთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.

ყველა გუნდის გასახდელში არსებობს აურზაური, მაგრამ ვინც აქ დარჩება უნდა იცოდეს, რომ წინ მორიგი სეზონი გველის და მისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ!

მოვლენ მოთამაშეები, რომლებიც მზად იქნებიან ამისთვის.. მზად იქნებიან დიდი გამარჯვებები მოიპოვონ გუნდთთან ერთად!

გაყიდვები? თუ ვინმეს აქვს ამ ყველაფრისადმი ნაკლები სურვილი ან მოტივაცია, შეუძლიათ შეიძინონ დანარჩენმა კლუბებმა.. მაგრამ მათი შეძენა იოლი არ იქნება.. იუვენტუსი მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის შედის და მას თავისი მოთხოვნები გააჩნია. ჩვენი მიზანია იუვენტუსი დომინანტი გახდეს, ხოლო თუ არ გაიღე მსხვერპლი, გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი გახდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
6 years ago

მე არ ვხედავ ამ კაცში ზრდის და პროგრესის ნიშნებს. ეს ისეთი ტიპების კატეგორიებს განეკუთვნება რომლებიც ჩაკეტილნი არიან თავიანთ სფეროში და პროგრესს ძნელად ეგუებიან. ტრენერი საკუთარ თავზე და ზრდაზე უნდა მუშაობდეს სწავლაზე. ამ კაცს არ აქვს უნარი შეცდომიდან სწავლის და მერე მისი გამოსწორების, მე ვერ დავინახე მაგაში ეს, ამის უამრავი შანსი ჰქონდა, უბრალოდ აწვება ჯიუტად თავისას, ძველი სკოლაა რა, და ეს დამღუპველია პირველ რიგში კლუბისთვის რადგან წლები იკარგება. მსგავს ტრენერები იღბალზე და იგროკების ოსტატობაზე არიან დამოკიდებული ძირითადად. ტაქტიკებისა და 60 წუთის შემდეგ შეცვლა რომაა საჭირო ამის ცოდნა საკმარისი არაა დღეს. სწავლა ყველას სწირდება და ფეხის აწყობა მომავლის. 4 წელი ძალიან დიდი… Read more »

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x