ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დასრულდა 17 წლიანი სიყვარულის ისტორია

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსს ოფიციალურად დაემშვიდობა.. 17 წლიანი სიყვარულის ისტორია ვერონასთან შეხვედრის შემდეგ დასრულდება:

“მსურს მადლობა გადავუხადო ანდრეა ანიელის, რომელთანაც ბოლო წლების განმავლობაში საოცარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.. ვიყურები უკან და სიამაყით ვივსები.. დიახ, უდაოდ შეიძლება ეს ყოველივე დიდი მეგობრობით მოვნათლოთ.

ფაქტი, რომ ახლა ჩემს გვერდით ანდრეა ანიელი და ჯორჯო კიელინის აგენტი იმყოფება, რომელიც ჩემი წასვლის შემდეგ იუვეს კაპიტანი გახდება, ბედნიერების და სიამაყის განცდას მგვრის.

მოხარული ვარ ასევე, რომ თქვენ მედიის წარმომადგენლები ახლა აქ იმყოფებით.. ადამიანები, რომლებიც ინფორმაციებს აქვეყნებთ.. შესაძლოა ჩვენს შორის იყო აზრთა სხვადასხაობა, თუმცა მთელი არსით ვგრძნობ, რომ მადლობა უნდა გადაგიხადოთ..

ამ ყველაფრის ფონზე, მსურს დღევანდელ დღეზეც ვისაუბრო, რომელიც ემოციურად სავსეა, თუმცა მას მშვიდად ვატარებ, გრძნობით რომ ყველაფერი რიგზეა.. ეს არის დიდი თავგდასავლის დასასრული.. მთელი ამ პერიოდის მანძილზე გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელი გულით ზრუნავდნენ ჩემზე.. ამ ყოველივეს დღიდან-დღემდე ვგრძნობდი და ამიტომაც ვცდილობდი საკუთარი სიყვარულის, კარგი თამაშით დემონსტრირებას..

შაბათს ვერონას წინააღმდეგ იუვენტუსის მაისურით უკანასკნელ შეხვედრას გავმართავ.. ეს იქნება გრანდიოზული გზის დასრულება ანდრეას და მთელი იუვენტუსის გვერდით.. როგორც ადამიანს სულ მეშინოდა თავგდასავლის დასრულება იუვენტუსთან ერთად.. როდესაც შენ ეგუები გარკვეულ ფაქტებს.. მაგალითად თუნდაც იმ გარემობას, რომ ადამიანები უბრალოდ დაგივიწყებენ..

საბედნიეროდ ეს ყოველივე მე არ მეხება.. ამიტომაც შაბათს სულ სხვა ემოციით გამოვალ მინდორზე.. არ არის გამორიცხული ჩემი და ზოგადად იუვენტუსის დონის თამაში ვერ ვაჩვენო, მაგრამ სიყვარული უსაზღვროა და ტიფოზერია ამას განსაკუთრებულად გრძნობს..

მსურს იუვენტუსის ოჯახს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც 2001 წელს უდაოდ ნიჭიერი მოთამაშე გაიფორმეს. თუ ამ ტალანტმა ტრანსფორმაცია განიცადა და ჩემპიონი გახდა, ეს სრულიად იუვენტუსის დამსახურებაა.. სწორედ კლუბმა გამიმყარა საკუთარ თავში რწმენა და ამიმაღლა დონე. 40 წლის ასაკში, იმიტომ ვჩანვარ კარგ ფორმაში, რომ ასეთ დიდებულ კლუბში ვირჯები.. ის მე მუხტავს და მწვერვალზე მტოვებს. იუვენტუსში ყოფნა, მერწმუნეთ მსოფლიოში ყველაზე განსხვავებულ სამყაროში მუშაობას ნიშნავს, სადაც გამარჯვებაზე მეტად არაფერი ფასობს.

ამ ეტაპზე არ დაგიმალავთ და არაერთი მიმზიდველი წინადადება მივიღე. ყველაზე მთავარი მათგანი კი უდაოდ ანდრეა ანიელის ეკუთვნის, რომელსაც ჩემი დარჩენა სურდა. პარმაში დაბრუნება, ბავშური და რომანტიული სურვილია, მაგრამ რეალობას ახლოს მდგარი საერთოდ არ არის..

2010 წელს როდესაც ზურგის არეში ოპერაცია გამიკეთეს, ყველას ეგონა, რომ ჯიჯის მზე ჩაესვენა.. თუმცა, ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რადგან უნიკალური კარიერა გაგრძელებულიყო..

ოლივერი? განვიცდი იმის გამო, რაც მოხდა.. ორ დღეში რომ მენახა ოლივერი ჩავეხუტებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი, თუმცა მასაც უფრო თავშეკავებული გადაწყვეტილებების მიღება მართებდა.

პრემიერ ლიგა? როგორც უკვე გითხარით, მივიღე რამდენიმე შთამბეჭდავი წინადადება.. მსურს უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო, რადგან ამისთვის გავჩნდი ქვეყანაზე..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

ამ ხალხის ვერაფეტი გავიგე ტო რადგან ბუფონია რადგან ლეგენდაა მის ყოველ სიტყვას და ნაბიჯს უნდა დავეთანხმოთ ყველანი? პელეც ლეგენდაა მარადონაც პლატინიც და ზიდანიც მაგრამ რასაც იტყვიან ტაში უნდა დავუკრათ? არ მოგვეწონება ჯიჯი სხვა გუნდის კარში და მორჩა რა შუაშია აქ ლეგენდაა თუ მეპონჩიკე?

რ ე ა ლ ი ს ტ ი

2001 წელს ადმინ. :( გრაციე ჯიჯი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x