ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

ბაზარი ჯერ არ გახსნილა, მაგრამ კონტურები უკვე გამოიკვეთა:

მატია პერინისთან დაკავშირებით შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება და როგორც ჩანს გადამწყვეტი იქნება..

გენუელები რთულად დათანხმდებიან ტურინელთაგან 14 მილიონის შეთავაზებას, მაგრამ მაროტა საქმეში აუდეროს ან სტურაროს ჩართვას გეგმავს, რაც მოლაპარაკებებს უფრო იოლს გახდის.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ბედი გაურკვეველი რჩება.. ფეხბურთელით კი ინტერესდება ტურინი, მაგრამ პსჟ კონკურენტების დაძლევას 150 მილიონიანი წინადადებით გეგმავს..

მანჯუკიჩის წასვლა უფრო რეალური ხდება.. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე არაერთი კლუბი იჩენს, ხოლო იუვე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს მის შემცვლელად.. ერთ-ერთი რეალური კანდიდატურა კი როგორც ჩანს იუნაიტედის ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი არის..

გაძეტას მტკიცებით გონსალო იგუაინს იუვე ბაზარზე არ გაიყვანს საკუთარი ინიციატივით, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელი წასვლის სურვილს ღიად დააფიქსირებს, მაშინ ხელს არ შეუშლის, ოღონდ წინადადება მინიმუმ 60 მილიონი უნდა იყოს.. საგულისხმოა, რომ პსჟ ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

70 thoughts on “სატრანსფერო აურზაური

  1. ისე მე პირადად ვფიქრობ რო მანჯუს თუ გაუშვებენ ტოპი უნდა დადონ ვინმე… 28-29 წლისაც რო იყოს არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ მანჯუ მაგარი კაცია ძაან საჭირო თამაშებში თავის თავზე შეუძლია აიღოს თამაში და ლიდერობა არგენტინელებისგან განსხვავებით… ხოდა ჩემი აზრით ისეთით უნდა ჩანაცვლონ ვინც გამოცდილი და ლიდერი იქნება ამ საკითხში… თანდათან ბერას შეუძლია ასეთი გახდეს და ისიც გაიზრდება…

  2. დარმიანის მოყვანას კუადრადოს დაწევა სჯობს ისევ უკან, თან ჩაწოდებაც დაამუღამა, ისედაც 3 ვინგერი დაგროვდა მარჯვენა ფლანგზე

      1. მე ეგრე ვფიქრობ, დეშილიო არის კარგი ფულბექის ნორმალური ზამენა, რომელიც ფიქრობს უკვე მიღწეული ანგარიშის შენარჩუნებაზე, შეტევაში არ შეუძლია რამის გაკეთება

  3. დარმიანის მოყვანას კუადრადოს დაწევა სჯობს ისევ უკან, თან ჩაწოდებაც დაამუღამა, ისედაც 3 ვინგერი დაგროვდა მარჯვენა ფლანგზე

  4. საქმე იქამდე მივიდა რომ გარდაუალია მილანის ხელახალი გაყიდვა, იმაზე დიდ ფინანსურ კრიზისშია მილანი ვიდრე ბერლუსკონის დროს იყო!!!

    1. cჰელსიც მალე გაიყიდება რადგან აბრამოვიჩი დაპანჩურეს ბრიტანეთიდან და ვიზას არ აძლევენ

  5. Vega
    დარმიანზე მისი აგენტი უფრო ჩალიჩობს სავარაუდოთ :chuvak: მოვიდეს და იყოს სკამზე თუ ვერ გაქაჩავს, ფაქტია თვითონ გონია რო შეუძლია იტალიაში კარგად თამასი და მიტო ცდილობს იუვეში მოსვლას, მაროტას სურვილი რო იყოს მისი მოყვანა უკვე მოყვანილი ეყოლებოდა, დარმიანის აგენტი უფრო აქტიურობს ალბათ…

  6. აი ბონავენტურაზე და დარმიანზე რო ჩალიჩობს გუნდის გასაძლიერებლად ფურთხის ღირსია.

  7. ისე თუ მანძუკიჩს გაუშვებენ მის ადგილას ყველაზე მეტად მარსიალი გაასწორებს ჩემი აზრით ამ იუვეს 2-3 ტოპ მოთამაშე უნდა და ლიგისტვის გუნდი შეიკვრება ანუ მე აქცენტს ამ ხალხზე გავაკეთებდი
    პოგბა, ერიკსენი, მარსიალი, სემედუ ან ბელერინი ან ფაბინიო და კიეზა.

  8. იგუს გაყიდიან დიდი ალბათობით. ვისაც გადავეკიდე ყველა გაუშვეს, ხედირას გარდა :chuvak: ალბათ მართლა საჭირო კაცია და მე ვერ ვხვდები. ხედირაში რაც მომწონს ისაა, რომ შეტევებში კარგად ერთვება, თუმცა დაცვაში უჭირს. ხედირა როგორც არ უნდა ათამაშდეს, მაინც ვერავინ დამაჯერებს, რომ მარკიზიოს ოდესმე ჯობდა, ყველა კომპონენტში მირჩევნია კლაუდიო. სამწუხაროდ ახლა უკვე გვიანია მარკიზიოს ფორმაში დაბრუნება, ასაკში შედის უკვე, ამიტომ ალეგრის მოთხოვნა, თუ თხოვნა ძალიან მომეწონა ან პოგბა დაიდოს, ან სავიჩიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.