ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური (23.05.18)

ყოველდღე ახალი ინფორმაციებია ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით:

დღეს ერთმანეთს იტალიური კლუბების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ლეგა კალჩოს ფორმატის ფარგლებში.. ბუნებრივია სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ამა თუ იმ კლუბის დირექტორმა შესაძლო ტრანსფერებზეც ისაუბრა..

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო უდაოდ მატია პერინის საკითხია.. შესაძლოა ეს არ იყო გადამწყვეტი დღე, მაგრამ უდაოდ დაუდო სათავე ტრანსფერის წარმატებით მოგვარებას..

საუბარი შედგა და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება ოფიციალური შეხვედრის დღე, სადაც როგორც იტალიელი კოლეგები გვარწმუნებენ პერინის ტურინში ჩასვლას გამოიწვევს.. საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებებს ხელს სტეფანო სტურარო შეუწყობს, რომლის დათმობას იუვე 25 წლის კარის დარაჯის ნაცვლად გეგმავს.

არ ისვენებს მანჩესტერ იუნაიტედი ალექს სანდროსთან მიმართებაში.. მოურინიოს იმდენად უნდა მისი ხილვა, რომ 50 მილიონი ფუნტის გაღებაზეც არ არის უარს.. როგორც ჩანს დარმიანის ტრანსფერი ტურინში სხვა საკითხია და იგი არ იქონიებს ფინანსური კუთხით რაიმე ზეგავლენას სანდროს შეძენასთან.. მაგრამ ბოლო ხანებში ბრაზილიელი თითქოსდა დარჩენისკენ უფრო იხრება.

აი მარკიზიოს ბედი კი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.. ნახევარმცველს აღარ სურს სკამზე ყოფნა და სავარაუდოთ მალე წასვლის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.. ყოველ შემთხვევასი ამ ცნობებს აპენინური მედიიდან ვიგებთ.. კლაუდიო კარიერას არა იტალიაში არამედ შეერთებულ შტატებში განაგრძობს.. თუ ბუნებრივია ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ..

ტურინი ძველი სიყვარულის დაბრუნების ადგილად იქცა.. ნუ ეს ჯერ მხოლოდ პრესის ფურცლებიდან მოძიებული ინფორმაციებიდან გამომდინარე აზრია.. მორატას თაობაზე უკვე წაიკითხავდით და ახლა ჯერი პოლ პოგბაზეა.. მისი დაბრუნება იუვეს სურს და ჰორიზონტზე პსჟ-ს ვარიანტიც გამოჩნდა.. მაგრამ თავად პოლს ბუფონისგან განსხვავებით პარიზული პრესპექტივა არ ხიბლავს.. ტურინში მას საოცარი პერიოდი აქვს გატარებული და კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი სიყვარულით მიიღებენ.. შესაბამისად არჩევანი უფრო იუვეს მხარეს არის და ვნახოთ, თავად იუნაიტედს რა პოზიცია ექნება.

 

თუმცა, ტურინელთა მთავარი სამიზნე კვლავინდებურად მილინკოვიჩ-სავიჩია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
6 years ago

გაჭირვებას რა ვუთხარი)) პროსტა ძაან გაგვაძლიერებდა პოგბა, თორე სიყვარულით ნაღდად არ შევხვდები)) აი მორატას პირიქით. ყველა პონტში გამისწორდება რო დაბრუნდეს

gvasa
6 years ago

ჩემი საყვარელი პერიოდი იქოქება, ეს მოვა ის მოვა, ეს წავა ის წავა ჭორები ჭორები ჭორები, გულს რომ უხარია ისეთი სახელების გაგება და ბოლოს ვინ გვრჩება ?! ხან რინკონი, ხან სტურარო, ხან დეშილიო, ხან ალმირონი და ხორხე მარტინესი :juvee:

A.DP
6 years ago

მორატას ძლიერი მხარე იუვეში თამაშის დროს გადამწყვეტ თამაშების გოლების შეგდება იყო, თან ლიგაზე და კაკ რას ეგ გვინდა. სერია ა-ს მოვიგებთ თუ არა ალბათ 90%-ს უკვე კიდია. პახოდუ სავიჩიც თუ დავითრეით ვაბშე კლასნი გუნდი გვეყოლება :juvee:

lasha khvichia
6 years ago
Reply to  A.DP

ბაიერნთან რაც მაზა მაგან გაგვაგდო

A.DP
6 years ago
Reply to  lasha khvichia

მაგის გარდა პატრის ევრამაც გაგვაგდო და კიდევ მსაჯებმაც და ა.შ. მე ვამბობ, რომ მორატამ იცის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა და ეგ არაერთხელ დაუმტკიცებია 1-2 გამაზვას არაუშვას. იგუაინს ეგ სტატისკტა პირიქით ააქვს ჩვენდა სამწუხაროდ.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x