ბენატია: “ჯერ არ ვიცი სად განვაგრძობ კარიერას”
“იუვენტუსის” მაროკოელმა მცველმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა. 31 წლის აფრიკელის საკუთარ რიგებში ხილვა ფრანგულ კლუბებს “მარსელს” და “მონაკოს” სურთ.
“ძალიან მომწონს რუდი გარსია, მაგრამ მე “იუვესთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ახლა ჩემი ფიქრები მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატისკენ არის მიმართული და სხვა არაფერზე ვფიქრობ. არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას. ტურნირის დასრულების შემდეგ კი დავსხდებით და მივიღებთ ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას როგორც ჩემთვის ასევე “იუვენტუსისთვის”.
წყარო:Football-italia.net
ვიკინგ აქ ხარ?