ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური (28 მაისი)

გთავაზობთ 28 მაისისთვის არსებულ სატრანსფერო სიახლეებს:

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო, შესაძლოა მილანს წამყვანი მოთამაშეების გასხვისება მოუწიოს.. ერთ-ერთი ასეთი კი ალესანდრო რომანიოლია რომლის კონტრაქტი როსონერისთან 2020 წლამდეა ძალაში. იუვენტუსი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და თუ ალესანდრო ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება, მის შეძენას ეცდება.

ემრე ჯანი უკვე მიმდინარე კვირასვე შეიძლება, რომ იუვენტინო გახდეს.. ფეხბურთელს ტურინში სამედიცინო შემოწმების გავლაზე ელიან, რის შემდეგაც კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კულუარული ცნობებით მისი ანაზღაურება წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება.

Calciomercato-ს ცნობით რომა ბრაიან კრისტანტეს ტრანსფერზე დაწინაურდა.. მისთვის როგორც იცით ნაპოლი და იუვეც იბრძვიან, თუმცა დედაქალაქელებმა როგორც ჩანს ახალგაზდა იტალიელი შუახაზელი მეტად მოხიბლეს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარიგება მგლებს დაახლოებით 30 მილიონი დაუჯდებათ.

მას შემდეგ რაც იუვემ გადაიფიქრა ალვარო მორატას დაბრუნება, რადგან ამ უკანასკნელს დიდი სახელფასო მოთხოვნები გააჩნია, ტურინი საბოლოოდ ერთვება ენტონი მარსიალის კონტრაქტზე. ფრანგის ხელში ჩაგდება ატლეტიკოსაც სურს, რომელიც მზად არის 60 მილიონი გაიღოს შემტევის სანაცვლოდ. მარსიალის ამჟამინდელი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევროა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით ჯენოა პერინის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ტურინი ამ თანხის შემცირებას გარიგებაში ერთ-ერთი თავისი მოთამაში ჩართვით გეგმავს. მაროტა მზად არის 10 მილიონი და დამატებით სტეფანო სტურარო დაუთმოს გენუელებს.. ასევე ერთ-ერთი ჩამოთვლილი მოთამაშე არენდით გაასხვისოს: მოიზეს კინი, როლანდო მანდრაგორა ან ემილ აუდერო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
6 years ago

რომანიოლი ჯერ კიდევ რომაში რომ იყო მაშინ მინდოდა თუ ეს მოიყვანეს ძალიან მაგარ შევსებას მივიღებთ დაცვის ცენტრში + პერინი ასევე კარგი იქნება ერიკსენი, პოგბა, სემედუ ან ფაბინიო გავიწიოთ და მეტი აღარ გვინდა
ისე კი ტრანსფერმარკეტს თუ დავუჯერებთ
რომანიოლი – 35 ლიმონი, პერინი – 15, ერიკსენი – 80, პოგბა – 90, სემედუ – 30 ან ფაბინიო – 40
აქედან ყველა რეალური კანდიდატურაა ერთი პოგბა თუ გამოვა 60 ლიმონად მაგრად დავიხატებით
ისე კი 200 ლიმონში თავისუფლად ჩავეტევით + გაყიდულ მოთამაშეებიდან შემოსული თანხაც დაემატება სამაგიეროდ გუნდიც გაახალგაზრდავდება და + გაძლიერდება ისე რომ ყველა პოზიციაზე სერიოზული 2 მოთამაშე გვეყოლება.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ეს ფეარ პლეი ალბათ მარტო უშეიხო კლუბებზე მოქმედებს,სიტი და პსჟ რასაც ხარჯავენ ეგ ვითომ არაფერი ხო?

lasha naxucrishvili
6 years ago

მართლა რაღაც ქინძობას აქ ადგილი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x