ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰიოვედესი:”ყველაფერი რამდენიმე კვირაში გადაწყდება”

ბენედიქტ ჰიოვედესი, რომ უდაოდ მაღალი დონის მცველია ამაში ეჭვის შეტანა სისულელეა.. თუმცა, ტრავმებმა მას ტურინში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება ოდნავადაც არ მისცა:

გერმანელი ტურინში არენდით იმყოფება და თუ იუვეს მისი გამოსყიდვა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ 13 მილიონის გადახდა მოუწევს.

“შალკეში დაბრუნება? არ ვიცი.. თუმცა უდაოდ ემოციური იქნებოდა, რადგან ეს ხომ ჩემი სახლია..

მეორეს მხრივ ტურინში თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ და ყველაფერი რამდენიმე კვირაში გაირკვევა..

ტედესკო? მასთან პრობლემა არ გამაჩნია.. პირისპირ ვისაუბრეთ და დასამალი არცერთ მხარეს არაფერი არ ჰქონია..”

41 thoughts on “ჰიოვედესი:”ყველაფერი რამდენიმე კვირაში გადაწყდება”

  1. ამ ბალოტელის თავში სულ ცოტა ტვინი რომ ჰქონდეს რა იქნება, ტიპს ყველაფერი აქვს, სისწრაფე, ტექნიკა, ძალა, მოედნის ხედვა და დარტყმა

  2. ისე ინტერს თუ ამდენი იტალიელი დაუგროვდებოდა არ მეგონა ))) დაჟე კიზაზე ჩალიჩობენ სერიოზულად. გალიარდინი, კიეზა, კანდრევა, ვესინო კარგი იქნება. მილანშიც ბევრი პერსპექტიულია-კონტი, კალაბრია, ლოკატელი, კუტრონე.რომადან-ფლორენცი,პელეგრინი, ელშაარავი, კრისტანტეზეც სერიოზულად დაჩალიჩდა მონჩი. იუვედან მარკიზიო თუ წავიდა ცენტრში ჩვენი წარმომადგენენლი აღარავინ გვრჩება-დალშე კიელო, რუგანი, კალდარა,დეშილიო, დარმიანი, სპინაცოლა, კინი სავარაუდოდ და ბერნარდესკი თავდასხმაში. იქნებ კიეზა გამოვტაცოთ ინტერს

  3. სიყვარულის გამო მესის არ გამოიძახებენ თუ შესაფერის ფორმაში არაა, მითუმეტეს კრიშიტო და ბალოტელი რას წარმოადგენს რო მაგათ გადააყოლოს მანჩინიმ სანაკრებო კარიერა, მე ის ხალხი დავწერე ვინც ჩემი აზრით საუკეთესოები არიან დღეს და ხვალაც ყველაზე მეტად დაიმსახურებენ ნაკრების წევრობას, შეიძლება სხვამ დაიმსახუროს, მთავარი ისაა რეალურად ვინც დაიმსახურებს ის გამოიძახოს მანჩინიმ თუარა არასამართლიანი გადაწყვეტილებები არ დაუმთავრდება კარგად, იუვეს ფეხბურთელებზე უარს იმ მარტივი მიზეზით ვერ იტყვის მანჩინი რო, რო რამე და კარგი შედეგი ვერ დადოს ყველა მოუბრუნდება და ეტყვის ამ ჩამოწერილ ხალხს რო მაიდექი და იუვეს წარმატებულ ფეხბურტელებს, გამარჯევებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელებს, უარი უთხარი რაის მწვრთვნელი ხარ. მოკლედ ჯობია წააგო იუვეს ფეხბურთელებთან ერთად, ვიდრე წააგო მათ გარეშე, ესაა დღეს იტალიური ფეხბურთის სტილი და არამარტო დღეს, იუვე რო მეშვიდე ადგილზე იყო 2010 წელს, იმ წელს ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურტელი იუვეს ყავდა, იუვეს გარეშე იტალიის ნაკრები არც აქამდე არსებობდა და მომავალშიც რთული წარმოსადგენია, იუვეს გარდა სხვა ტოპ კლუბი იტალიას არ ყავს და იუვეზე არ აწყობა ნაკრების სისტემის, თვითმკვლელობა იქნება მანჩინისთვის…

  4. Per SeMpRe NuMeRo Un0
    არაბეთს ეთამაშებიან, მეორე სატავით თამაშობს მანჩინი, ამ სასტავიდან მაქსიმუმ 3-4 კაცი მოხვდება მთავარ სასტავში

    სიიიგუ(პერინი)

    დე შილიო ბონუჩი კიელინი სპინაცოლა

    მარკიზიო ვერატი გალიარდინი

    ბერნა ძაძა(ბალო) ინსინიე

    დაახლოვებით მსგავსი იქნება ძირითადი სასტავი

    1. მანჩინისთან კრიშიტო და ბალოტელი ძირითადში იქნებიან , ტყუილად ხომ არ გამოიძახა ნაკრებში 4 წლის მერე ორივე . ყველა მწვრთვნელს ყავს თავისი ეგრეთწოდებული ლუბიმჩიკები და ეს ის შემთხვევაა . ნაკრებში იუვედან სასტავში კიელინი იქნება თუ დაბრუნდება მეტი არავინ !!!
      არანაირი სპინაცოლა და ძაძა . ძაძა ეხლა იმიტო იყო გამოძახებული რო იმობილეს ტრავმა ქონდა . ძაძა ვერ მოხვდება ნაკრებში ვერანაირად

  5. რა ნაკრები ყავს იტალია , ერთი იუვეს ფეხბურთელიც არაა სასტავში და არც იქნება ალბათ უკვე ნათელია რო რომანიოლი ბონუჩის დუეტი იქნება ნაკრებში ძირითადში მეკარე კიდე დონარუმა

  6. რა ქათამი ნაკრებია ეს ბოსნია, მონტენეგროსაც ვერ უგებენ სახლში. მე კი ის მიკვირდა, რომ მსოფლიოზე ვერ გავიდნენ. მწვრთნელი არ უვარგათ. საქართველოს ნაკრები უფრო კარგად თამაშობს მგონი , რა ჯანდაბაა.

  7. Dato777
    თქვენ მაგარი სასტავი ხართ, ართობთ ერთმანეთს :chuvak: თქვენ ვისაც არუნდა დასცინოთ და ვინც არუნდა შეაქოთ, რა აზრი აქ, მაინც თქვენი 4 კაციანი სასტავის მეტი არავინ გისმენთ და არავინ კითხულობს თქვენ კომენტარებს :lool:

  8. ეს უნდა გამოისყიდონ უეჭველი 13 მილიონი არაფერია ამ კაცში… ძირითადის არა მარა აი სკამზე იდეალური კაცია,გამოვა ნებისმიერ თამაშში დადგება არ შეგარცხვენს… პროსტო ტრამვები მოიშოროს რა

  9. Dato777
    რო მოგვბეზრდა მიტო დავამთავრეთ 1-1 კომენტარით, ხო შეხედე რო დავამთავრეთ, რაღატო წამოიწყე ხელახლა? ეტყობა შენა არ მოგბეზრებია

  10. ეს მწვრთნელის თემა არ მოგბეზრდათ? ალეგრია იუვეს მწვეთნელი და არ შეიცვლება არაფერი! ზოგს მოსწომს ზოგს არა, მაგრამ მე ვფიქრობ თუ იუვეს ფანი ხარ პატივი უნდა სცე თუ არ მოგწომს მინიმუმ ტველა ბრუნვაში არ უნდა მოიხსენიო რადგან პატივი უნდა სცე იუვეს

    1. არ არსებობს პოსტი თუ თემა ალეგრის რომ არ მისდგნენ მე უფრო პირადი ფსიქოლოგიური ფაქტორი მგონია რაღაც, პირად პრობლემებს ალეგრის გინებით ცდილობენ გაუმკლავდნენ სხვა ახსნა არ მაქვს. აგერ პოსტი წერია ჰიოვედესზე და ისე როგორ იქნებოდა ალეგრი არ ეხსენებინათ.

  11. მაურინიო ეხლა ალეგრის ჯობია ?? რა გააკეთა მითხარით ბოლო წლებში ღირებული ?? სულ მეგა ტრანსფერებს ითხოვს და სეზონის ბოლოს ისევ წუწუნებს, უაზროდ ყიდულობს ფეხბურთელებს . ეს ბაილი ლინდეროფი და სხვები მისი მოყვანილია ზუსტად და ვერც ერთი ვერ ათამაშა . პოგბა გადააქცია შავ ცხენად . იუვეში ეგ ვერც ვერაფერს გააკეთებს . ალეგრის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის რო გაჯმული არ არის თავზე და მუშაობს იმ რესურსით რაც აქვს მაურინიო კიდე ფეხს რო წამოიკრავს ინტერვიუებში იმას ამბობს რო ტრანსფერები უნდა ისევ.
    მეც არ მომოწნს ალეგრის ბევრი რაღაც მაგრამ მაურინიოს გუარდილას და სხვებს რო წერთ ცოტა რეალობასთან ხო უნდა იყოს ახლოს ? გუარდიოლასაც ბევრი მინუსები აქვს თამაშის გადაწყობის აზრზეე არაა , ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია რო მთლიანად ჩაუკეტიათ მისი გუნდები და არანაირი ბეკ აფი არ აქვს . ლივერპულთან რა ქნა სახლში მთელი თამაში კრაიდან აწოდებდა ჯესუსზე რომელიც ვანდეიკზე 1 მეტდით დაბალია :mrgreen: . კლოპთან ათასჯერ ნათამაშები ქონდა და იცოდ ამისი სტილი მაინც გაება იგივე ხაფანგში და ვერაფერი დაუპირისპირა არანაირი გამოგონება და გეგმა

  12. Di Francesco

    ინძაგი რომ მოეყვანათ მაგას სკუდეტოს მეტი არ ექნებოდა ამბიცია პირველივე წელს. ჩვენ ლიგის მოტივატორი გვინდა

    1. ლიგის მოტივატორი ვინაა მერე ალეგრი? :lool: იტალიაში ახალი თაობიდან არცერთია ლიგაზე რო მაგარი იყოს, სიმეონეს და მაურინიოს მომყვანები ესენი არ არიან და ისევ ჯობია ახალგაზრდა იტალიელი დანიშნონ და ის გაიზარდოს კლუბში, ალეგრი დროის კარგვაა, რაც მაგას დრო მიახარჯეს ის სხვისთვის რო მოეცათ გაიზრდებოდა მაინც, ალეგრი რაც იყო 7 წლის წინ მილანში იგივეა დღესაც, 1 კომპონენტი არ არსებობს რაშიც განვითარდა…

      1. ალეგრის განხილვა აღარ დავიწყებ. უბრალოდ არიგო საკის ინტერვიუებს ხშირად ვადევნებ თვალს და ყოველთვის ზუსტ და კარგ შეფასებებს იძლევა. ამასწინ თქვა, რომ ალეგრის სტილი ევროპის დასაპყრობად საკმარისი არაა. ადრე ახსენა, რომ იუვეში ფეხბურთი, არ აღიქმება, როგორც თამაშის სახეობა, არამედ როგორც მოვალეობა, რაც უდიდეს წნეხში აყენებს იგროკებს. ტალანტს+შრომა+თამაშით სიამოვნება, სანამ ამას არ მიაღწევს იუვე მანამდე გაუჭირდება ევროპაშიო და აბსოლუტურად ვეთანხმები. ახლაც მახსოვს ფინალებში იუვეს ფეხბურთელების ნერვიულობით გათეთრებული სახეები. ნუ რავი, ფსიქოლოგიურ ბალანსი მწრთვნელის საქმეა,მაგრამ ყველაფერს ალეგრის ვერ დააბრალებ, არ იცის ლიგა რა არის, ამიტომ მინდოდა ანჩელოტი თუნდაც “მოძველებული” მიდგომებით. მარა ალეგრის არავინ უშვებს და იქნებ გატეხოს ნავსი და ცხოვრებაში ერთხელ მაინც აყვავდეს ლიგაზე ****ერივით

  13. ლიგის სიმბოლური ნახეთ? კიელინი მოხვდა იუვედან, რამდენს არ გაუხარდებოდა :lool: კიელინზე მაგარი მცველი შეიძლება არც იყოს დღეს ფეხბურთში, კიელინის გარეშე იუვეს დაცვა იქნებოდა დირკა, დღესაც, გუშინაც და ხვალაც…

  14. ჩვენი მუხტი იქნება ლიგის თასის აწევა. სკუდეტო მაგრად ეკიდათ შუა სეზონში ჩვენებს, უბრალოდ ნაპოლმა ბოლომდე რომ გაიბრძოლა მერე გაეღვიძათ ჩვენებს “დუხ სატვერნიჩესტვა”. კოვაჩიჩზეც დაიწერა ალეგრის მოსწონს და ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე არის იუვესიო. დაჟე იკარდიზეც იწერება.

  15. ანჩელოტი მილანისტაა და აშკარად იმიტო აირჩია ნაპოლი რო ყველაზე კაი ვარიანტია იუვეს დასამარცხებლად, მილანისტებს ხო ყველაზე მეტად ის უნდატ რო იუვემ წააგოს და ვისთან რა მნიშვნელობა აქ :chuvak:
    ყველაზე რთული იქნება მომდევნო წელი, არა იმიტო რო ჩვენზე მაგარ ფეხბურტელებს იყიდიან, უბრალოდ იმათ დიდი ფსიქოლოგიური მუხტი ექნებათ და ჩვენ ნაკლები, ზუსტად მაგიტო მინდოდა წელს თუნდაც ინძაგის ნაირი მოტივატორის მოყვანა რო ახალი მუხტი მოეცა გუნდისთვის…

  16. ნაპოლის ნახეთ რამდენ ვინმეს უკავშირებენ? კარლო რაც მივიდა მეორე გუნდს ყიდულობს ტიპი – ვიდალიო, რუი პატრიციოო, ბერარდიო, ბენზემა, ვერდი, ვრსალკოო… თან შენარჩუნებაც უნდა ზიელისკის მერტენსის და კულიბალის… ინსინიესიც… ზენიტიდან პარადესიც დაუკავშირეს დემბელე დაუკავშირეს რავიცი… აქედან ყველა თუ არა რამოდენიმეს ხო დეითრევს… ჩვენ არ ვყიდულობთ კიარაა არც გვიკავშირებენ :lool:

  17. ცუდი არაა ბენედიქტე მაგრამ არც იუვეს დონისაა მითუმეტეს ამდენი ტრავმებით,არც მომაცალ სეზონშია რაიმე გარანტია რომ გამოადგება კლუბს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.