ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლაციოს წარმომადგენელი:”მილინკოვიჩ-სავიჩი იუვეში? ვერც ვუარყოფ და ვერ დავადასტურებ..”

ლაციოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი არტურო დიაჩონალე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას ავრცელებს:

“შეიძინა თუ არა იგი იუვენტუსსმა? ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და შესაბამისად ვერ ვუარყოფ.. ჩვენ იმ კლუბების სიაში შევდივართ, რომლებიც საქმეებს ბევრი ხმაურის გარეშე ვაგვარებთ.

უმჯობესია მოვლენების განვითარებას წინ არ გავუსწროთ და დაველოდოთ, სატრანსფერო ბაზრის პროცესებს.. როგორც უკვე გითხარით, წყნარი ნაბიჯები ყოველთვის ყველაზე ეფექტურია..”

გარკვეული წყაროები ადასტურებენ, რომ ემრე ჯანის შემდეგ მაროტა მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გადაერთო და მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაშია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
6 years ago

ეხლა ვუყურე სავიჩის ვიდეოს და დიდი არაფერი.. რატო აფანატებენ ამაზე ვერ ვხვდები

6 years ago
Reply to 

არ ვიცი რაა.. თავიდან ვიფიქრე ვინმე ამომავალი ვარსკვლავია თქო და იმიტოა ამხელა ამბავიმეთქი.. არადა ტიპი უკვე 23 წლის არის და ჯერ არაფერი უჩვენებია ))) შეიძლება ლაციოს დონეზე არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ იუვეში მოყვანა ცოტა ზედმეტი ხო არაა?

Di Francesco # 1
6 years ago

სვანჩიკა
ჩემ ტელევიზორში განსხვავებული კადრებით კი არ გადმოიცემა თამაშები, შენ რასაც ხედავ იგივეა ჩემთანაც, ხან ლიხშტაინერი რო ასხამს და ხან დიბალა თუნდაც მაგით ვერ ამჩნევ? ან კიდე მაგის მოსვლის მერე ინტენსიურად ყოველ წელს ლიდერები რო გარბიან ეს არაა ნიშანი რო ალეგრის იუვესი თვითონ ფეხბურთელებსაც რო არ სჯერათ?

სვანჩიკა

დიფრანჩესკო 1 ამ საიტზე შენ რომ არიყო მგონი არც შემოვიხედავდი:)))აი რითი ამჩნევ რომ ალეგრის ავტორიტეტი არ აქვს გაფიცებ ყველაფერს შენებური ხედვა სტყორცნე ერთი რაა:)))ალეგრი შენ ჭაღარას გაგიჩენს ისე არ გევასება არადა ბევრი ხანი მოგიწევს მისი ყურება და შეეშვი მეგობრული რჩევაა:)))

Di Francesco # 1
6 years ago

დილას ვნახე იუვე იგუაინს ყიდისო, გამიკვირდა ასე გადაჭრით რო ამბობდნენ, წესით იგუაინს წასვლა არუნდა უნდოდეს და იუვეც თავის მხრივ ლიდერებს არ ყიდის, ხოდა წეღან ვნახე კიდე და დაწერეს თურმე ალეგრისთან აქ ცუდი ურთიერთობაო :lool:
ალეგრის იუვედან მოცილების ერთადერთი ვარიანტია, თავის თავთან თუ გაუჩნდება რაიმე უთანხმეობა :lool:
კლუბიდან ლიდერები მიდიოდნენ იმ მოტივით რო მწვრთვნელს ვერ ეწყობიან და ამ მწვრთვნელს პასუხს არ თხოვდნენ ერთი ქეცბაია იყო და მეორე ალეგრია :lool:

vakhtang karchava
6 years ago

გაძეტა დელო სპორტი და ტუტოსპორტი იმდენ სისულელეს წერენ უკვე, გახედვა არ მინდა მათკენ… თუმცა ყოველთვის მთავარი ჭორბიურო იყვნენ :lool:

Di Francesco # 1
6 years ago

ალეგრის რო გუნდში სათანადო ავტორიტეტი არ აქვს ისედაც ყველა ვამჩნევთ…

vakhtang karchava
6 years ago

ხო იგუ ბოლო თამაშში მილანთან სკამზე დასვა და განაწყენდაო ))
მანამდე დიბალა დასვა სკამზე, სანამ ფორმა არ დაიბრუნა…
იქამდე ბონუჩი გააგდო გუნდიდან ))
ახლა მაროტას უთხრა, დავრჩები გუნდს თუ გააძლიერებთო და 230 მილიონის დახარჯვის პირობა მიიღო))
მეტი რაღა ავტორიტეტი გინდა )))

სვანჩიკა

ვიკინგ ძმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები როდისაა შენ გეცოდინება და თუ არის ვინმე ფავორიტი??? ისე მაინტერესებს

vakhtang karchava
6 years ago

ახალი არაფერია. იანვრის არჩევნების ჩაშლის შემდეგ ოლიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს გეცოდინება და თუ სწორად მახსოვს, შემოდგომითაა დაგეგმილი ახალი არჩევნები.

vakhtang karchava
6 years ago

სერია ც-ს ერთერთი გუნდის მფლობელმა კარიუსს ერთწლიანი არენდა შესთავაზა :lool: :lool:

6 years ago

იუვეზე არ უთქვამს ლაციოს წარმომადგენელს, ზოგადად თქვა ტრანსფერზე.

juve-10
6 years ago

არ მჯერა სამწუხაროდ) თუ მართლა იყიდეს, მაშინ ვინმე შეეწირება, პოგბას ფული რო ჩააყარეს იგუაინში) პირდაპირ იძახის ბრუციანი ვერ ვიყიდით ვარსკვლავებსო და რავიცი…

Dato777
6 years ago

ჩემი პირადი აზრია, სავიჩი და ვერატი მოიყვანონ პლიუს პიანიჩი შეინარჩუნონ და იდიალური ნახევარი იქნება, რა თქმა უნდა არავინ არ უნდა გაუშვან რომ ზამენაზე მაღალი დონის ზალხი გყვავდეს.

Dato777
6 years ago
Reply to  Dato777

ბერნადესკის იმედი მაქვს ძალიან დიბალაზე მეტად. წელს საშინლათ არ გაუმართლა

forza bianconeri
6 years ago

სავიჩი თუ მოიყვანა და ლიდერები შეინარჩუნა, უკვე წარმატებულად ჩაეთვლება ეს ფანჯარა. წინა ზაფხულს ძალიან მაგრად იმუშავა მაროტამ: კოშტა, ბერნა, სჩენსნი, ბენათია, მატუიდი და ბენტანკური მოიყვანა, ამასთან ერთად იუდა მოაშორა გუნდს, თან ისე, რომ დიდი ალბათობით ტიტული და ლიგის ჰიმნი არ ეღირსება კარიერის ბოლომდე :chuvak: ერთადერთი დე შილიომ არ გაამართლა

vakhtang karchava
6 years ago

პახოდუ მაროტა და ლოტიტო სერია ა-ს ფედერალურ მრჩეველად აირჩიეს, დაძმაკაცდებიან აწი )))

giorgi nefaridz
6 years ago

აუ ოღონდ ეს იყიდონ და

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x