ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტიმ იუვეს პიანიჩის სანაცვლოდ 50 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო..

მანჩესტერ სიტიმ ტურინს ოფიციალური წინადადებით მიმართა მირალემ პიანიჩის თაობაზე:

ინგლისური კლუბის არაბმა მფლობელებმა იტალიელებს ბოსნიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზეს..

ტურინელებმა მათ მადლობა გადაუხადეს და უარით გაისტუმრეს.. იუვეს არ სურს ცვლილებების დაწყება შუა ხაზში იქამდე, სანამ თუნდაც პიანიჩის თაობაზე წონადი წინადადება არ შევა..

არავისთვის არის ახალი, რომ ბიანკონერი სავიჩის ტრანსფერზე მუშაობს და თუ არაბები გაზრდიან წინადადებას, მაშინ შეიძლება განიხლონ მირალემის გასხვისება.. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფეხბურთელების განსხვავებული სათამაშო მახასიათებლებიდან გამომდინარე.

18 thoughts on “სიტიმ იუვეს პიანიჩის სანაცვლოდ 50 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო..

  1. ლიხტშტაინერი არსენალის ფეხბურთელია ოფიციალურად. მარკიზიო მონაკოში. საინტერესოა, ძველი გვარდია დაიშალა. კიელინი ბარძალეტი დარჩნენ მარტო მემგონი

  2. გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატია პერინი ქალაქ ტურინში დარჩა. ამ წუთებში ფეხბურთელი J-Medical -ში მიემართება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ, ფეხბურთელი ტურინის ”იუვენტუს” შეუერთდება. რაც შეეხება ”ჯენოას” პრეზიდენტს, ენრიკო პრეციოზი და ბეპე მორატა იტალიელი კიპერის ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს აგვარებენ.

    აი უბრალოდ სირცხვილია ტო პერინი რომ პერინია და იუვეში უნდა არც ჯენოა აკავებს იმასთან კაპიკებზე ვაჭრობა მაგრად ტეხავს და იუვეს სახელს ლახავს. ყოველ კაპიკს უფრთხილდებიან ბიჭო ასეთი არაფერი მინახია რა

  3. იტალიური მედიას ცნობით პერესმა ალეგრის მადრიდში წასვლა შესთავაზა და ალეგრიმ უარით გაისტუმრა :chuvak: მაგრად გადარჩა რეალი :chuvak:

  4. რა 50 მილიონი :lool: მაროტას ადგილზე ასადაც არ გავყიდდი.
    მარკიზიო ტრავმებმა გააფუჭა, ხედირა ხედირაა, ერთადერთი პიანიჩი გვყავს ტოპ კლასის ჩენტროკამპისტა, არ შეიძლება მისი გაშვება.

  5. კაროჩე ბუფონის 2022 წლის მუნდიალზე თამაში გამორიცხულია რადგან ეგვიპტის მეგარე სარეკორდო 45 წლისაა ჯიჯი კი 44 ის იქნება მაშინ, ეგ ხომ რეკორდებს დასდევს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.