ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური (11.06.18)

საინტერესო ამბებია სატრანსფერო ბაზარზე:

გრძელდება მოლაპარაკებები ვალენსიასთან ჟოაო კანსელოსთან დაკავშირებით. ტურინელებს ფეხბურთელის არენდით აყვანა სურთ და მზად არიან 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.. სეზონის დასრულების შემდეგ კი 35 მილიონად გამოისყიდონ პორტუგალიელი ფლანგელი. არ არის გამორიცხული თანხის დაწევის თვალსაზრისით, მოლაპარაკებები მარკო პიაცა ან სტეფანო სტურარო იყვნენ ჩართულები.

რუსეთიდან აქტიურდება საუბარი ალექსანდრ გოლოვინთან დაკავშირებით. ამპლუით ნახევარმცველის თაობაზე ტურინმა პირველადი მოლაპარაკებები თავად მოთამაშესთან ნაყოფიერად წარმართა. მოსალოდნელია, რომ უკვე უახლოეს დღეებში ბიანკონერი ცსკა-ს ოფიციალური წინადადებით მიმართავს. სხვათაშორის მასსთან დაკავშირებით დადებითად ისაუბრეს ფაბიო კაპელომ და მასიმო კარერამ.. ამ უკანასკნელმა გოლოვინი ნედვედსაც კი შეადარა.

იტალიური მედიის მტკიცებით ტურინელებმა ჯელ უილშირს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ინგლისელ შუახაზელს არსენალთან კონტრაქტი დაუსრულდა და თუ კი იუვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მარკიზიოს ტურინული დღეები კი როგორც ჩანს დათვლილია.. ყოველ შემთხვევაში ასეთი პესიმისტურ განცხადებას აკეთებს ტუტოსპორტი.. ფეხბურთელი არ შედის ალეგრის გეგმებში და შესაძლოა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტონ, რის შემდეგაც იტალიელი შუახაზელი კარიერას მონაკოში განაგრძობს..

Il Messaggero-ს ინფორმაციით მადრიდელებმა ლაციოს მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 150 მილიონი და დამატებით 20 მილიონი ბონუსების სახით შესთავაზა. ეს არის წინადადება, რომელთაც კონკურენცია იუვეს ძალზედ გაუჭირდება.

როგორც ჩანს ჩელსიში სარის მისვლა საკმაოდ რეალური ხდება და მთავარი მწვრთნელის სატრანსფერო სიაში, ადგილი გონსალო იგუაინსაც უკავია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AD10
6 years ago

აიი ნახეთ ემრე როგორ გამოგვადგეს ბიჭებო … კარგი ტრანსფერი იქნება ძაან

nexus
6 years ago

golovini kai variantia pelegrinis moyvanas jobia eg bichi… rusebs aseti talanti kai xania ar yolia… :up:

Per SeMpRe NuMeRo Un0
6 years ago

თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ ლაციომ უკვე 2 წინადადება მიიღო იუვესგან და ორივე უარით გაისტუმრა. არ არის ეს ლოტიტო ის კაცი ვინც იუვეს ჩააბარებს ეგეთ ფეხბურთელს . ეხლა რაც იწერება უმეტესი არის ბლა ბლა ბლა . პერინი მოვიდა მოვა დარმიანიც ალბათ , კალადარა, ემრე ჩანი გადაწყეტილია. კანსელოც ახლოსაა იუვენტუსთან . დანარჩენს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მერე ვნახავთ მე მგონია რო სარი თუ ჩელსიში წავიდა იგუაინს იქ წაიყვანს მაგიტო ალაბარაკდა უკვე პიპიტა იმაზე რო პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია . გოლოვინი კარგი ბიჭია მაგრამ არამგონია იუვეს ჭირდებოდეს . პრეასაში იწერება თითქოს იუვენტუსი დააკვირდება რუსს მსოფლიო ჩემპიონატზე მე მგონია რო ამ ბიჭს დაკვირვება არ უნდა… Read more »

Bianconeri.10
6 years ago

როგორც ყოველთვის :D სავიჩებით მოდრიჩებით დაიწყო ჭორები და გოლოვინზე ჩამოვედით =)) ან რა უილშერი :blin:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x