ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეინიკოვი:”გოლოვინს ბევრი მუშაობა მართებს”

სერგეი ალეინიკოვი ალექსანდრ გოლოვინზე საუბრობს:

იუვენტუსის ექს ფეხბურთელი რუსი მოთამაშეს ჯამში დადებითად აფასებს, თუმცა კონკრეტულ რჩევებს აძლევს:

“ნიჭიერი, რომ არის ამას ზედმეტი საუბარი არ ესაჭიროება.. მაგრამ მანამ სანამ რეალურად ძლიერ ფეხბურთელად მოვიხსენიებთ, აუცილებელია დაველოდოთ და საუდის არაბეთზე გაცილებით ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ საქმეში ვიხილოთ.. ან თუნდაც გადაბარგდეს ტურინში, რომელიც მას დიდი ხანია აკვირდება.

დიახ, მას ყველა საჭირო მახასიათებელი აქვს, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.. პლატინი მაგალითად, თავდაპირველად დიდ სირთულეებს წააწყდა, მაგრამ ეტაპობრივად მათი გადალახვა მოახერხა.. შესაბამისად თუ გოლოვინს პირველივე წუთიდან თამაში არ წაუვიდა, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესი იქნება.. ადაპტაცია გარკვეულ პერიოდს მოითხოვს.

ჩემი რჩევა იქნება, იტალიურის სწავლას პირველივე დღიდანვე შეუდგეს.. იუვენტუსი გამორჩეული კლუბია, რომლის რიგებშიც დიდებული შუახაზელები ირიცხებიან.. შესაბამისად ადგილი ძალიან ცოტაა.. მოდით ასე ვთქვათ – გოლოვინი კარგია შეტევაშიც და დაცვაშიც, მაგრამ კონკურენცია, გარემო და ახალი კულტურა იოლად დასაძლევი ფაქტორები არ არის. კიდევ ჩემი რჩევა იქნება, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილით მოეკიდოს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x