ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს გეგმა სავიჩთან დაკავშირებით

ტურინელებს მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით შემდეგი გეგმა გააჩნიათ:

პირველ რიგში უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია კლუბთან, რომელთანაც ბოლო გარიგება 2011 წელს განხორციელდა.. საუბარი ეხება სტეფან ლიხტშტაინერის ტრანსფერს..

მას შემდეგ რაც შარშან მაროტამ კეიტა ბალდეს ხელში ჩაგდება მიზერულ თანხად ეცადა, განრისხებულმა ლოტიტომ იგი მონაკოში გაასხვისა..

ლეგა კალჩოს წარმომადგენელთა რამდენიმე შეკრებაზე, მაროტასა და ლოტიტოს შორის არცთუ ჯანსაღი ურთიერთობა დაფიქსირდა, რის აღმოფხვრასაც ტურინი მალე ეცდება.

მეორე ეტაპი გულისხმობს გარიგებაში, ერთ-ერთი ტურინელი მოთამაშის ჩართვას.. ყველაზე ხშირად მარკო პიაცას გვარი გვესმის, თუმცა არაა გამორიცხული საუბარი სხვა ფეხბურთელსაც შეეხოს. ტურინი პიაცას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

მესამე ეტაპი არის თავად სერგეისთან იმის გარკვევა, სურს თუ არა მას ტურინში გადაბარგება, მაშინ როდესაც მისი სამსახურით მადრიდის რეალიც ინტერესდება.. ბიანკონერი მზად არის პირდაპირი ინვესტიციის სახით 100 მილიონი გაიღოს სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
6 years ago

ამის 100 ლიმონად 2 მაღალი კლასის მოთამაშის მოყვანა შეიძლება ან სულაც პოგბა დავაბრუნოთ და თანხაც დაგვრჩება.

არკად დელ პიერო

რაღაცა არც მგონია ეს ტრანსფერი გამოვიდეს და არც მინდა დიდას თეთრი მონას ყიდვა… ისევ პოგბა მირჩევნია მე…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x