ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მამა:”სერგეი, გადადი ტურინში!”

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მამა შვილს ტურინში გადასვლისკენ მოუწოდებს:

“საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ სერგეისთან და მას არაერთხელ ვუთხარი, რომ ტურინში გადასვლა იქნება სწორი გადაწყვეტილება. დიახ, სწორედ იუვენტუსია სერგეისთვის იდეალური გუნდი, სადაც მოახერხებს პროგრესირებას და დიდ მოთამაშედ ჩამოყალიბებას. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოპოვებული და უკვე მერამდენე წელია დომინირებს მსოფლიო ფეხბურთში.

დიბალასთან, კოშტასთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მას აქვს შანსი მოიგოს სკუდეტო, იტალიის თასი და რატომაც არა ჩემპიონთა ლიგა? ტურინელები ხშირად, საკმაოდ შორს გადიან ამ ტურნირზე და თუ ისინი მასთან ერთად მოახერხებენ წარმატების მიღწევას, მაშინ სერგეისთვის ოქროს ბურთისკენ მიმავალი გზაც გაიხსნება.

დიახ, სიმართლეა რომ სერგეი რეალის ქომაგია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ესპანეთში ასპარეზობდა. მადრიდი მოიცდის და არაა გამორიცხული, როდესაც მას 25 წელი შეუსრულდება უკვე მერე გადაბარგდეს.. ზიდანის მაგალითი რად ღირს, რომელმაც სწორედ მაშინ გადადგა ეს ნაბიჯი, როდესაც ტურინში სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ტურინი ასევე კარგი და წყნარი ქალაქია.. განსხვავებულია რომისგან, რომელიც მეტად ხმაურიანი და აქტიურია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha khvichia
6 years ago

აღარ მინდა ეს

მაქს
6 years ago

იმედია იქაც “რაც მამას უნდა” ისე ხდება :)))

ალეკო კოკაია

ხოდა გაა ჯვი რეალში :blin:

nexus
6 years ago

amashi didi tanxis gadaxdas amis tanagundeli luis albertos moyvana uketesi iqneba chemi azrit dzalian momwons bevrad inteleqtualuri fexburtelia…

არკად დელ პიერო

იდი ნა…………. იცი რას ნიშნავს? თურმე 25 წლამდე აქ უნდა გავზარდოთ ჩვენ და მერე წავიდეს რეალში… არავის ვთხოვ იუვეს სიყვარულს დელ პიეროსავით ან ჯიჯისავით… არც ისაა პრობლემა რო ვიღაც სადღაც წავა მარა ტიპი მოსული არაა რეალში უნდა და ეს თუ მოვა ყოველ სატრანსფეროზე გაქცევაზე ექნება ამბავი… და დაელოდება როდის გადმოუგდებს რეალი კონტრაქტს რო უკან მიუხედავათ წავიდეს… ასეთი არც მილინკოვიჩი მინდა არც რონალდო და არც მესი თუ იუვე ში თამაში არ ენდომება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x