ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი:”ალეგრიმ იუვეს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცა”

ბლეზ მატუიდი აღფრთოვანებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ალეგრიმ მადრიდელები უარით გაისტუმრა:

“იტალიელმა ამ ყველაფრით იუვენტუსისადმი საკუთარი სიყვარული დააფიქსირა! ფანტასტიური ინფორმაციაა, რომ მისი იმედი მომავალ სეზონშიც გვექნება!

ასევე სასიხარულო ფაქტია ემრე ჯანის გადმოსვლა.. ის ხომ დიდი პროფესიონალია, რომელიც გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავს. დარწმუნებული ვარ იგი ჩვენთან საერთო ენას მალე გამონახავს.

გოლოვინის თამაშს თვალყური ვადევნე და მან სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს არის საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა.. არ ვიცი იასპარეზებს თუ არა იგი იუვეში, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა დიდი შევსება, რომ იქნება ფაქტია.

პოგბა? (იცინის) უმჯობესია იუვეში დაბრუნებას თავად მას დაელაპარაკოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x