ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

SuperdeporteL:”მხარეები კანსელოს ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან”

Superdeporte-ს მტკიცებით ვალენსია და იუვენტუსი მოახლოებულ შეხვედრაზე დახურავენ ჟოაო კანსელოს ტურინში გადასვლის საკითხს:

მილანში ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ფაქტიურად მიაღწიეს შეთანხმებას. ფეხბურთელის სურვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომელსაც კარიერის იუვეში გაგრძელება სურს.

მცირედ პრობლემას წარმოადგენდა გადახდის ფორმა.. ესპანელებს 40 მილიონი სურთ, ხოლო ტურინელებს ამ თანხის სრულად გადახდა ნაკლებად.. შესაბამისად, მოახლოებულ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება, ტურინი კიდევ ერთხელ შეეცდება ვალენსიელების მოთაფვლას რომელიმე ფეხბურთელით.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ალეგრის მოთხოვნით გუნდი ჟოაოს მოყვანას მაქსიმალურად ეცდება და შესაბამისად მზად არის 40 მილიონთან მიახლოებული თანხის გადახდას.

81 thoughts on “SuperdeporteL:”მხარეები კანსელოს ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან”

  1. მიხვდა დეშამი რო შეცდომა დაუშვა მატუიდის არ დაყენებით და ძირითადშია პერუსთან :love: იმედია არგენტინის მწვრთნელიც მიხვდება თავის შეცდომას და ძირითადში დააყენებს პაულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დაკარგავს ქულებს.
    საფრანგეთს ადრე ტრეზეს გამო ვგულშემატკივრობდი (იტალიას თუ არ ეთამაშებოდა), მერე პოგბას და ევრას გამო, ახლა მატუიდია იუვედან. კარგად ეწყობიან ფრანგები იუვენტუსს.

    1. ისე წარმოშობით არც ერთი იყო ფრანგი, მაგრამ დაბადების ადგილის გამო მაინც ფრანგებად თვლიან თავს და პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას :chuvak:

  2. თურქი გაოფიციალურდა, რუსიც თუ მოიყვანეს დიდი ამბავი :chuvak: ყველაზე მეტად არ მევასება ეგ ორი ნაცია და არა მხოლოდ ისტორიის გამო.

  3. არგენტინა – ხორვატის შემადგენლობას გადავხედე და ხორვატიას უკეთესი შემადგენლობა ყავს, არგენტინას თავდამსხმელევში ჯობნის მხოლოდ

    1. მოგესალმებით იუვენტინოებო. რეგისტრაციით ახალი ვარ მაგრამ ისე რამდენიმე წელია ამ საიტის “კლიენტი” ვარ :lol:

  4. მთლიანად ესპანეთი-პორტუგალიას ვუყურე და ალბათ დღეს ხორვატია-არგენტინას ვუყურებ. დანარჩენმა არც დამაინტერესა, ჩავრთავ, ხმას მივცემ და კომენტატორი თუ მოუმატებს გავხედავ ხოლმე ხანდახან :))) უმეტესად საერთოდ არც ვუყურებ. ვენტურას მ…ან ოჯახში პურისმჭამელი, ჩამიშხამა ზაფხული და 4წლიანი მოლოდინი :italy: :italy: :italy:

    მაგიტოა ჩაჯმული მუნდიალი

  5. სავიჩი პოგბადან ვერატი რაბიოზე გადავინაცვლეთ))როგორც ყოველთვის ბოლოს ვინც გვყავდა ისიც სანატრელი გაგვიხდება :lool: პიანიჩს ძაან დაადგეს თვალი ))))

    1. ასეთი უმუღამო ჩემპიონატი არ მახსოვს, ალბათ იტალის ნაკრების არ ყოფნით არის განპირობებული, არგენტინის, ბრაზილის და საფრანგეთის მომატებას ველოდები

  6. სპალი იფორმებს მილინკოვიჩ-სავიჩს… ოღონდ ვანია მილინკოვიჩ-სავიჩს… თავიდან სტატია რო წავიკითხე არ დავიჯერე მეთქი სპალმა გვაჯობა ჩვენ და რეალს თუ რადარი თქო… სერგოს ვერ ქაჩავენ მარა ნათესავი დეითრიეს :lool: :lool: :lool: :lool:

  7. ეს იტალიელი მსაჯებმაც ვერ გაიარეს საკვალიფიკაციო თუ რა ხდება რო არც ერთ მატჩზე რო არ არიან?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.