ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეალი რონალდუს შესაძლოა 120 მილიონადაც შეელიოს..

Corriere და Tuttosport-ი კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით:

ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრიშტიანო მომავალთან დაკავშირებით..

ერთი შეხედვით, მისი მადრიდიდან წასვლა დიდად საეჭვოა, თუმცა პრესაში არ წყდება საუბრები სხვადასხვა ვარიანტებზე..

რეალის ხელმძღვანელობა თავის მხრივ მზად არის, პორტუგალიელს 120 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს..

თუ ზემოთხსენებულ 2 იტალიურ წყაროს დავუჯერებთ, ტურინელები ამ ვარიანტზე ასევე დაფიქრდნენ, მაგრამ რამდენად მოახერხებენ პირობითად პსჟ-ს წინააღმდეგობის დაძლევას რთულად სათქმელია.. სატრანსფერო ღირებულებასთან ერთად, ხომ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს კონკრეტული მოთამაშის ანაზღაურებაც თამაშობს..

6 thoughts on “რეალი რონალდუს შესაძლოა 120 მილიონადაც შეელიოს..

  1. ჯერ ისედაც სახე დაკარგა იუვემ და კიდე ეს ქლიბი რო მოვიდეს… საერთოდ გაწყდება ყველაფერი რაც აქამდე იყო და ქმნიდა ჯუვეს!!

  2. მაგის ხელფასი უფრო მეტი დაჯდება :)) მართლა ძალიან მაგარია, მაგრამ არ მინდა იუვეში, ვერ ვიტან… გამოსასყიდი შეცვალესო, მილიარდიდან 120 მილიონამდე, იქნებ ვინმემ წაათრიოსო :) რეალიც ვეღარ უთავდება მაგის მოთხოვნებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.