ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პორტუგალიური მედია:”რონალდუს გაფორმებას თავად ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს”

იტალიურ და ესპანურ წყაროებს, ახლა უკვე პორტუგალიურაც აყვა, რომელიც შემდეგ ცნობებს აქვეყნებს:

კრიშტიანოს უკვე რამდენიმეჯერ პერსონალურად ანდრეა ანიელი ესაუბრა, რომელმაც საკუთარი გეგმები გააცნო პორტუგალიელ შემტევს..

ტურინი იმდენად მოწადინებულია მის ტრანსფერზე, რომ მზად არის რონალდუს ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 25 მილიონიდან 30 მილიონამდე გაზარდოს.

ფეხბურთელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მადრიდის დატოვება, რადგან პერესთან ბოლო ხანებში ურთიერთობა არცთუ კომფორტულ ჭრილში ვითარდება.

იუვე კი თავის მხრივ ხმაურიანი გარიგებისთვის მზად არის.. ანიელი თავად ჩაერთო დიდი გარიგების განხორციელებაში და პორტუგალიელთან 4 წლიან შეთანხმებას სიტყვიერად უკვე მიაღწია.. ახლა ჯერი თავად კლუბებზეა..

6 thoughts on “პორტუგალიური მედია:”რონალდუს გაფორმებას თავად ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს”

  1. ეს ტრანსფერი თუ შედგა სავარაუდოდ დიბალა დაგვემშვიდობება, ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ ფეირ ფლეის ვერ დავარღვევთ

      1. არამგონია, პერესი იმის ჩიტი არაა ესე მოგვცეს, რომელიმე ფეხბურთელის ან რომელიმე ფეხბურთელის სატრანსფრო უფლებას მოგვთხოვ თუ ეს გარიგება მოხდა

  2. დიბალა, კოშტა და ბერნა რონალდუზე რო ითამაშებენ წარმოიდგინეთ რა გუნდი იქნება იუვე. ჩემი აზრით, ლიგის მოგებისთვის ყველაზე მეტად ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება. თუ გადმოვიდა კრისტინა, მაშინ მგონი ვერავინ შეაჩერებს იუვეს.

    1. ლიგის მოსაგებად გუნდის დაბალანსებაა საჭირო. გარღვეული დაცვა გვყავს და ზალიან დასუსტებული ნახევარდაცვა. იმ ფასად რასაც ამაში ვიხდით პოგბას დავაბრუნებდი უკან და კიდევ ერთ კაი ტრანსფერს გავაკეთებდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.