ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შტორმი ევროპულ მედიაში

იტალიური და არამარტო, გამომცემლობები დღეს დილიდანვე კრიშტიანო რონალდუს გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ:

Gazzetta Della Sport – ეს შანსი მათ ჯერ კიდევ 2003 წელს ჰქონდათ, როდესაც ყველაფერი მოგვარებული იყო..

დიახ, ლუჩანონეს ტრანსფერი ფაქტიურად დახურული ჰქონდა, მაგრამ მაშინ ჯერ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კრიშტიანო რომელიც უკვე ოცნებობდა ტურინულ თავგდასავალზე, იუვეს ფანების სამწუხაროდ სხვა მიმართულებით გაემგზავრა..

მიზეზი მარსელო სალასია, რომელმაც უარი თქვა პორტუგალიაში გადაბარგებაზე..

რონალდუს და იუვენტუსს შორის მუდამ არსებობდა პატივისცემა.. საოცარი გოლი რომელიც მან ტურინში გაიტანა ექსტაზში ჩააგდო იუვეს ქომაგი, რომელიც რამდენიმე წუთი მხურვალე ტაშს უკრავდა 5 გზის ოქრის ბურთის მფლობელს.. რონალდუსთვის ეს ამაღელვებელი მომენტი იყო, რომელმაც ტრიბუნების წინაშე ქედი მოიხარა..

ბიანკონერის ქომაგი სევდიანი თვალებით უყურებდა ამ შედევრს, რადგან ისტორია შესაძლოა ისე განვითარებულიყო, რომ რონალდუს გოლები წლების განმავლობაში სწორედ მათი კლუბის მაუსურით ეტანა.. მაგრამ ახლა შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.. შანსი რეალურია!

QS – წარმოუდგენელია! იუვეს გიჟური იდეა რეალობას უახლოვდება! 100 მილიონი მადრიდის რეალისთვის და 30 მილიონი წლიურად კრიშტიანო რონალდუსთვის! პორტუგალიელი თანახმაა ტურინში გადაბარგებაზე..

A Bola – კრიშტიანომ გუშინ ტურინს მწვანე შუქი აუნთო.. ყველაფერი კი ჟორჟ მენდეშის დაწყებულია, რომელმაც კანსელოს ტრანსფერის პარალელურად იუვეს უნიკალური შანსი მისცა. სწორედ მენდეშმა შეთავაზა ბიანკონერის სუპერ პორტუგალიელის შეძენა..

Tuttosport – ერთი ნაბიჯიღა აკლია ამ ყოველივეს.. სწორედ რონალდუ შეიძლება გახდეს ის ვინც, იუვენტუსს ჯადოს დაძლევაში დაეხმარება, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში აქვს..

ბიანკონერის ხელმძღვანელობამ ყველაფერი კარგად აწონ დაწონა და მათ მიზაშეწონილად ჩათვალეს 33 წლის, სუპერ შემტევის სანაცვლოდ კოლოსალური ინვესტიციის განხორციელება..

მართალია ანიელი 1 მილიარდის გადამხდელი არ არის, მაგრამ 100 მილიონი კონტრაქტიდან გამომდინარე სრულებით შეძლებადი მისიაა.. ახლა ჯერი რეალზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
beso_nakasha
6 years ago

აგენს დაწყება ყოველთვის კაი აქვთ
მაგრამ დასასრულზე რა ვთქვა

იმედია მიაღწევენ შეთანხმებას :forza:

Otar Giorgobiani
6 years ago

რონალდუს ტრანსფერი თუ განხორციელდა, ეს იტალიის თამასას როგორც მინიმუმ 100-ჯერ მაღლა ასწევს მსოფლიოში. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ იუვე როგორც სათამაშო დონით, ასევე ფინანსურად ბოლომდე დაბრუნდა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში. მე პირადად ვერც ვიოცნებებდი რონალდუს იუვნტუსში გადმოსვლაზე და ეს თუ მართლა მოხდა უბედნიერესი ვიქნები.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x