ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო:”რონალდუმ იუვენტუსს მოლაპარაკებებში ჩართვის მიზეზი მისცა”

სქაი სპორტის იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო რონალდუს თემას ეხმაურება:

“დიახ, ეს სრული სიმართლეა! უფრო მეტიც, რონალდუმ თავად მისცა ტურინს აქტიურობის საბაბი..

პარასკევს ერთმანეთს ჟოაო კანსელოს აგენტი – ჟორჟ მენდეში და ბიანკონერის პირველი პირები შეხვდნენ.. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომლის თანახმადაც ტურინს რონალდუ გააძლიერებდა.. უკვე შაბათს დილიდან ტუტოსპორტის და სხვა გამომცემლობების გვერდზე აქტიურად დაიწყო ამ თემის გარშემო საუბარი.

იუვე სერიოზულად განიხილავს ამ ვარიანტს, მაგრამ გასათვალისწინებელია არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მათ შორის ფინანსურ.. საქმე 100-120 მილიონის გადახდას არ ეხება.. კრიშტიანოს ანაზღაურება გაცილებით მეტ დროს მოითხოვს დაფიქრებისთვის..

რონალდუს ანაზღაურების სახით 30 მილიონი სურს, ხოლო იტალიური კანონმდებლობის თანახმად, ეს ციფრი სხვადასხვა სახის გადასახადების გათვალისწინებით, წელიწადში 60 მილიონს უტოლდება.. დიახ, სპონსორები შეიტანენ წვლილს მის გადმობარგებაში და ხელფასის ნაწილს ისინი დაფარავენ, თუმცა მოსაფიქრებელია სხვა წყაროებიდან ინვესტიციაც..

სხვათაშორის, დღეს საღამოს მაროტამ განაცხადა, რომ ეს უბრალო შემოთავაზებაა.. თუმცა, ვინ თქვა რომ რეალობა არა?”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha khvichia
6 years ago

თუ აწია მოსაფიქრებელი, ხო მითუმეტეს :D

lasha khvichia
6 years ago

არამგონია რაღაც ეს გამოვიდეს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x