ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მადრიდში ერთმანეთს მენდეში და პერესი შეხვდნენ..

შეხვედრა პერესა და ჟორჟ მენდეშის შორის გუშინ გვიან ღამით, მადრიდში შედგა და იგი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა:

მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო აგენტი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული კლუბის პირველი პირი, ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ საკმაოდ რთული ამოცანისთვის..

პორტუგალიელმა გააცნო რონალდუს გადაწყვეტილება პერეს, რომელიც ბუნებრივია უკმაყოფილო აღმოჩნდა იმ ფაქტით, რომ მის კონტრაქტში არსებული პუნქტის მნიშვნელოვან კორექტირებას ითხოვს.. საუბარი ბუნებრივია გამოსასყიდ თანხას ეხება, რომელიც იდეაში არის 1 მილიარდი, თუმცა რონალდუს აქტიური ჩართულობით მცირდება 100-120 მილიონამდე..

პორტუგალიელის მესიჯი იყო მოკლე და მკაფიო:”წასვლა მინდა!” 9 წლიანი ისტორია, რომელიც ბერნაბეუზე უდაოდ ლამაზი იყო ახლა თავად პერესის ხელშია.. რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი? წავა იგი ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ? გაურთულებს კი ცხოვრებას მას ვინც რეალს დიდებული ტიტულების მოგებაში დაეხმარა? საინტერესოა და ამ გადაწყვეტილებას იუვენტუსიც ელოდება..

მაროტა და პარატიჩი სწორედ ფლორენტინოს გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც მან მალე უნდა მიიღოს.. იგი ფაქტის წინაშეა.. სხვათაშორის კულუარული ცნობებით პერესმა შესაძლოა პორტუგალიელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა როგორც ჩანს თავად რონალდუს უკვე აღარ სიამოვნებს მადრიდული ყოფა რიგი მიზეზების გამო..

ფინიშის ხაზი გამოჩნდა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.. გუშინდელი დიდი შეხვედრის შემდეგ, ფაქტია რომ ახლა ყველაფერი უკვე პერესის ნება სურვილზეა დამოკიდებული.. თუმცა, მენდეშის და რონალდუს სახით მას მძიმე ზეწოლის პირობებში მოუწევს ყოფნა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BuA SeBo
6 years ago

რაღაცატომ მგონია რო ხელფასის მოსამატებლად აკეთებენ…
თუ მართლა აგენტმა შესთავა რონალდოს ტრანსფერი იუვეში მაშინ მითუმეტეს. მუქარიშტვის რო უფრო რეალური სახე მიეცათ… :blin:

ისე კი კაი იქნებოდა რო გადმოსულიყო, იმედი არ ჩაიშლება :forza:

giorgi nefaridz
6 years ago

Uმატებს ხელფასს პერესიიო. შესახლოა ჩაიშალოს ტრანსფერი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x