მენდეში:”რონალდუ თუ წავა, ეს ნიშნავს რომ იგი ახალ ეტაპს იწყებს”
ჟორჟ მენდეში კრიშტიანო რონალდუს თაობაზე საუბრობს:
“თუ ჩემი კლიენტი რეალიდან წასვლას გადაწყვეტს, ეს ნიშნავს რომ ფანტასტიურ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება.
იგი უდიდეს პატივსცემს კლუბს, მის პრეზიდენტს, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს.. ბუნებრივია, განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია ფანების მიმართ და მათ არასოდეს დაივიწყებს”..
ესპანური მედიის მტკიცებით, მხარეებს შორის არსებობდა ჯელტმენური შეთანხმება, რომლის თანახმადაც რონალდუს შეეძლო სხვა კლუბში გადასვლა 100 მილიონის სანაცვლოდ.. ოღონდ ეს კლუბები არ უნდა ყოფილიყვნენ პსჟ, იუნაიტედი და ბარსელონა.
თუ გადაწყვიტაო, ჯერ არაა გადაწყვეტილი უკვე ტურინელი რომ გვგონია )
რომელი უფრო პირდაპირი კონკურენტია? პსჟ და მანჩესტერი თუ იუვე?)) ბოლო 3-4 წელი ნახევარფინალებში და ფინალებში ვხოცავთ და ვამწარებთ ერთმანეთს და მანჩესტერი ვის დაკარგვია ვაფშე 10 წელია მერვედფინალს რო არ გაცდენილა))
ბარსა მართლა გასაგებია და მერე ალბათ ბავარია-იუვე უნდა იყოს. პსჟ და მანიუ ვინაა საერთოდ რეალისთვის
ბოლო “10 წელიწადში” მანჩესტერმა 3-ჯერ ითამაშა ლიგის ფინალი, იუვემ – 2-ჯერ, მანჩესტერმა 1 მოიგო, იუვემ…
დღევანდელით ვამბობ, მაქსიმუმ 5 წელი. ეგრე ბოლო 15 წელში ბარსამ 4 ჯერ მოიგო და ბოლო 20 წელში იუვემ (2017დან ვიანგარიშოთ) 5ჯერ წააგო