ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციოს ვრცელი მიმოხილვა

სქაი სპორტის პოპულარული წამყვანი ჯანლუკა დი მარციო, უფრო ვრცლად საუბრობს ამ წუთისთვის არსებულ მდგომარეობაზე:

“დღევანდელი დღე ფაქტიურად გადამწყვეტი აღმოჩნდა.. სიტუაცია პოზიტიური კუთხით ვითარდება და პერესი გუშინდელი წყენის შემდეგ, ახლა უფრო ადეკვატური გადაწყვეტილებისკენ არის მომართული..

იანვარში მხარეებს შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევას, როგორც ჩანს პერესი აღარ აპირებს და ტრანსფერი 100 მილიონის რადიუსში დაიხურება..

პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად მიიწევს წინ.. იუვენტუსის წარმომადგენლები მილანში რჩებიან და ჯერჯერობით საუბარი, რომ მადრიდში ახლავე გაფრინდებიან ძნელია.. ფრენა დაგეგმილი არ არის, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ არავინ იცის.

ფაქტია, რომ ტურინელები უშუალო პროცესებში ჩართვას ჯერ არ ჩქარობენ, რადგან იანვრის შეთანხმება უშუალოდ მენდეშსა და ფლორენტინოს შორის შედგა.. შესაბამისად სწორედ პორტუგალიელი აგენტი აგვარებს იმ საკითხს, რომ მისი კლიენტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი იყოს.

რონალდუ თავის მხრივ მზად არის ახალი თავგდასავლისთვის.. მას სურს ტურინი, რადგან იტალიელებმა მისი მისამართით არნახული მონდომება გამოიჩინეს.. პორტუგალიელი მოტივირებულია იმ პროექტით, რომელიც მას ანდრეა ანიელიმ პერსონალურად გააცნო..

დიახ, მეგობრებო.. ეს ფინიშის ხაზია.. იგი გადაიკვეთება აი როდის ამას უკვე მენდეშის აქტიურობიდან გამომდინარე შევიტყობთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
6 years ago

რასაკვირველია, ბუფონმა თავისი საქმე უკეთ იცის და ჩვენ ვინ ვართ რო არჩევანი დავუწუნოთ, თუმცა მე პირადად ძალიან არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება. კარიერა რომ დაემთავრებინა და კლუბის ხელმძღვანელობაში გადასულიყო ან პარმაში დაბრუნებულიყო ან სადმე ამერიკაში წასულიყო უფრო გამისწორდებოდა. ამ შეიხების გუნდში რა უნდა? ლიგის მოგების იმედი თუ აქვს ეგ ხო გამორიცხულია. სულ არ მინდა მაგის ცრემლების ნახვა ლიგაზე კიდევ ერთხელ. სიბერეში ფულის გაკეთება თუ უნდა ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ასაკშია მაინც და თუ ვეღარ ითამაშა მაღალ დონეზე ყველა დასცინებს და ისევ იუვეს გულშემატკივრებს უნდა გვეტკინოს გული. ეგოისტურად კი არ ვამბობ, რო იუვეს გარდა სხვა კლუბში რატო უნდა ითამაშოს-თქო, უბრალოდ მგონია რომ მისთვის… Read more »

Giampiero Boniperti
6 years ago

დუგლასი მართლა მარგალიტია 40 მილიონად))) მოჯის რომ ეკადრებოდა ისეთი ტრანსფერია. კარგად გაამწვავა, მაგრამ ასისტებზეა მთლიანად გადართული დარტყმაც კარგი აქვს უფრო ხშირად უნდა სცადოს მაგის არსენალის პატრონმა, სერიალის ტაქტიკამ სხვა დონეზე აიყვანა კოსტა კოსტა. ეგეთი ტიპის გარღვევები ფლანგიდან მარსიალს ახასიათებს და იმედი მაქვს მოიყვანენ, რონალდოზე მეტად ეგ მინდა იუვეში მგონი)))) უნიჭიერესი ბიჭია, კოშტაზე მეტს გააკეთებს ეგ, შეუძლია. სამწუხაროდ ჯვარედინი მყესების ტრამვის მერე იუვე აღარ ენდობა არც მარკიზიოს და არც პიაცას((( ამიტომ ფლანგის გაძლიერებაა საჭირო, კიეზა პიაცას სანაცვლოდ ორივე კლუბისთვის სასარგებლო ტრანფერია, იმედია მოგვარდება, თუმცა პიაცა მაინც მენანება გასაშვებად, დიდი იმედი მაქვს მაგისი

aragveli
6 years ago

ჯიჯის ფული რომ დომებოდა, აზიაში ან ამერიკაში წავიდოდა და 3-ჯერ მეტს გაფაუხდიდნენ, ტიტულებს კიდევ ჩემოიონობის დროს არ დახამებულა და იუვეს უერთგულა როცა სჭირდებოდა. ახლა კი თავის გზაზე გაუმარჯოს და ჩემი აზრით, მერე უფრო ბევრს და ცუდად ილაპარაკებდნენ, რომ დარჩენიკიყო. უბრალოდ კაცს თამაში უნდა კიდევ, რადგან შეუძლია და ჩინეთში, არაბეთში ამ ყატარში ჭ კლასის იგროკებთან რა უნდა

Dato777
6 years ago

ბუფონზე ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს ცუდი რომ ვთქვა, დიდი ამბავი ერთი ორი წელი გაიგულაოს პარიზში

Gigg
6 years ago
Reply to  Dato777

3 გვერდია რაც მხოლოდ რონალდუზე იდება სტატიები .. 3 გვერდი !!

:blin:

და ისე, სხვა რაღაცებიც ხდება და ForzaJuve-ა თუ რონალდუს საფანოღე?

ALLENATORE
6 years ago

))) საერთოდ სიმართლე თუ გინდათ :D ანიელიმ ძეგლი უნდა დაუდგას ბუფფონს რომელიც 28 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი და პირველი მეკარე , გადაყვა გუნდს სერია ბ ში და სოფელ სოფელ დადიოდა სათამაშოდ :D:D ))) თქვენ რა გაგიკეთებიათ იუვესთვის რომელიმეს ?? რო გალანძღოთ ბუფფონი )) სასაცილოა ეგ ამბავი :D )) ბევრი წელი ვერ ითამაშა კაცმა ლიგაზე მაგ კალჩოპოლის გამო არადა ბარსას უნდოდა და რო წასულიყო ექნებოდა 2 ჯერ მეტი ჩემპიონთა ლიგა მოგებული ვიდრე საერთოდ იუვენტუსს თავისი არსებობის ისტორიაში ))) რატო წავიდა ? რატო არ დაანება თამაშსს თავი ? ეგ თავისი საქმეა ამ კაცს იმდენი დამსახურება კი აქ რო რასაც უნდოდა იმას იზავდა… Read more »

Giampiero Boniperti
6 years ago
Reply to  ALLENATORE

:up: :up: :up:

juve-10
6 years ago

არასოდეს ენა არ მომიბრუნდება ბუფონზე რო რამე ცუდი ვთქვა, მარა რავი ჩემი აზრით უნდა დაესრულებინა რა. იმიტო კი არა რო იუვეს გარდა სხვაგან წავიდა. უბრალოდ თუ ფეხი გადაუბრუნდება, ყველა ჩასაფრებული იტყვის რაღაცას ცინიკურად და არ მინდა რო რამენაირად ჩრდილი მიადგეს.

lasha khvichia
6 years ago

ბუფოფნიზე ცუდი როგორ უნდა თქვა იუვეს ფანმა, წავიდა და ღმერთმა გაუმარჯოს, იმდენი აქვს იუვესთვის გაკეთებული ყველაფრის უფლება აქვს ვაბშე.. იუვეს კარში გატანილი გოლიც რომ აღნიშნოს არ ვაგინებ ჯიჯის, იმიტომ რომ, ჯიჯის ისეთები გაუკეთებია იუვესთვის დარწმუნებული ვარ ნებისმიერ გულშემატკივარზე და იუვეს ბოსობაზე მეტად იყვარს იუვე , სხვანაირად იმას არ და ვერ გააკეთებდა რაც გაუკეთებია. თუ ამრთლა მოხდა ეგ ამბავი რომ აღნიშნოს, იუვეს ბოსობას დავუწყებ გინებას იმიტომ რომ რაღაც სერიოზული ექნებათ დაშავებული.

lasha khvichia
6 years ago
Reply to  lasha khvichia

იუვეს კარში გატანილ გლს ანუ სხვა ფებხურთელმა რო გაიტანოს თქო ამგას ვგულისხმობ :D

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x