ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბეპე ბოცო:”რონალდუს იუვეში ტრანსფერი უკვე მოგვარებული საქმეა”

პოპულარული საფეხბურთო აგენტი ბეპე ბოცო რონალდუს ტრანსფერს უკვე დასრულებულ საქმედ მიიჩნევს:

“არ მშურს, პირიქით ქედს ვიხრი საოცარი აგენტის წინაშე, რომელიც ახლა ამ წუთებში საუკუნის ტრანსფერს აგვარებს! წარმოგიდგენიათ რა იქნება, როდესაც სერია ა-ს კარებს ოქროს ბურთის ამჟამინდელი მფლობელი შეაღებს? ეს ფანტასტიური იქნება! მოვლენების მიმდინარეობს დიდი ყურადღებით ვაკვირდები..

ყველაფერი ისე შორს არის უკვე წასული, რომ ტრანსფერის დახურვას წინ მართლა აღარაფერი უდგას..

როდის? მემგონი იტალიაში მოთმინება ყველაზე რთული საკითხია.. მერწმუნეთ, ახლა მცირეოდენი დრო შესაძლოა იუვესაც სასიკეთოდ წაადგეს, რომელიც სხვა საქმეებს მოაგვარებს. რეალსაც ხომ გასაფორმებელი ეყოლება მოთამაშეები.. მერწმუნეთ რონალდუს წასვლა მინიუმ ორ ახალ სუპერ ვარსკვლავს გულისხმობს..

იუვენტუსი საკუთარ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება, უბრალოდ კომერციული ტრიუმფისთვის ერთი ნაბიჯი აკლიათ.. აი რონალდუს შეძენით კი სპორტული და ფინანსური თვალსაზრისით აღმოფრხვრიან იმ მცირე ჩამორჩენასაც, რომელიც სხვა ევროპულ გრანდებთან გააჩნიათ.

თუ ლეგენდარულმა ფლორენტინო პერესმა მენდეშს სიტყვა მისცა 100 მილიონთან დაკავშირებით, მაშინ მერწმუნეთ იგი ამ სიტყვას არაფრის დიდებით არ გატეხს. მე მხვდა წილად ბედნიერება მასთან ერთად კონკრეტულ თემაზე მემუშავა და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.

გააკეთებს თუ არა განცხადებას თავად რონალდუ? როდესაც მოთამაშის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებულია 1 მილიარდი და ამ დროს შენ ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე 100 მილიონად შეგიძლია სხვაგან გადახვიდე, ვფიქრობ ეს სრულებით ბუნებრივია. მან ალბათ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. პარალელურად რეალი კეინი, იკარდი, აზარიდან ორს გაიფორმებს..

ნეიმარი და მბაპე? პსჟ-სთან კონტაქტი არის საშინელი პროცესი.. რთულად წარმოსადგენია, რომ რეალმაც კი მოახერხოს ამ ორ ფეხბურთელზე მათთან საერთო ენის გამონახვა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
6 years ago

100% ibaზრა ამ კაცმა. ის დიდი ფინანსური უფსკრული რაც იუვეს აშირებდა სზვა ევროპულ გუნდებთან აღმოიფხვრება სპორტულ მხარეს რაც შეეხება აქც #1 ფაორიტი გახდება იუვე.
პსჟ მართალი თქვა ჭირვეულ არაბთან საქმის დაჭერა რთულია.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x