ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა:”რონალდუ, გადადი იუვეში!”

საოცარი მიმართვა პატრის ევრასი რომელიც კრიშტიანო რონალდუს მისამართით იყო ჩაწერილი:

“ყველა მეკითხება აზრს ამ ტრანსფერზე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში.. მე არ მისაუბრია რონალდუსთან უშუალოდ იუვეში გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ პორტუგალიელს აქვს ამბიცია რომ იასპარეზოს 2050 წლამდე, მაშინ დაუფიქრებლად უნდა გადაბარგდეს ტურინში!

არ არის მსოფლიოში მსგავსი გუნდი.. გუნდი რომელიც უნიკალურ თვისებებს გძენს და გაძლევს საშუალებას იასპარეზო ყოველთვის უმაღლეს დონეზე!

არ შეიძლება იმ თეფშზე დაფურთხება, რომლითაც საჭმელს მიირთმევ.. მაგრამ ის რაც ჩემთვის იუვენტუსმა გააკეთა, არის შეუფასებელი! იუნაიტედის შემდეგ, მათ მომცეს საშუალება კვლავინდებურად უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლა და გამარჯვებები მომეპოვებინა.. იუვემ ჩემს გულში ბინა სამუდამოდ დაიდო!

კრიშტიანო, მე შენ მოგმართავ და გირჩევ სწორი არჩევანი გააკეთო! ხომ იცი იტალიელებს როგორც უყვარხარ? მაგრამ ეს მსხვერპლის შეწირვა იქნება.. იტალიელები არასოდეს მოგცემენ დასვენების საშუალებას.. შენ არნახული მუშაობა გელოდება, სადაც არ იციან სიტყვა დასვენება..

მაგრამ სწორედ ამაშია არჩევანის უნიკალურობა.. ან გინდა რომ 2050 წლამდე ითამაშო, ან რამდენიმე წელი ბურთს აგორავებდა.. იუვეში გადასვლის შემთხვევაში, მომავალ მუნდილაზე გუნდის თილისმა კი არა მთავარი მოქმედი გმირი იქნები! მთავარი ვარსკვკლავი იქნები, ხომ გესმის!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x