პერინი:”ბევრი ვიშრომე, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი”
მატია პერინი დიდი ენთუზიაზმით ხვდება ახალ თავგადასავალს:
“იმისათვის, რომ ასეთ დიდ გუნდში.. იტალიაში უდაოდ საუკეთესო და მსოფლიოში ალბათ 4-5 გუნდს შორის მყოფში, რომ მოვხედრილიყავი ძალიან ბევრი ვიშრომე..
იუვენტუსი შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ დაგემართოს და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.. ბევრი არ მიფიქრია თუ როგორი ცვლილება განხორციელდა ჩემს ცხოვრებაში, რადგან მსგავსმა ფიქრებმა შესაძლოა უსასრულობაში გაგიტაცოს..
ვინოვოზე როგორც კი შევდგი ფეხი, მომენტალურად ვიგრძენი ის ჰაერი რაც აქ სუფევს.. გამარჯვებული მენტალიტეტი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ.. ეს საოცრებაა და ამ ყველაფრის სიტყვებით ახსნა რთულია.. ხელმძღვანელობამ და პერსონალმა დიდი მხარდაჭერა გამოხატეს ჩემს მიმართ..
კლაუდიო ფილიპი? (იუვენტუსში მეკარეების მწვრთნელი) ბუფონისგან ვიცი, თუ როგორი სტილის მეთოდიკა აქვს.. ყოველდღე მოედანზე გამოსვლის ერთი სული მაქვს, რომ უფრო დავხვეწო საკუთარი სათამაშო სტილი. შესნი კარგი მეკარეა, რომელმაც შარშანდელ სეზონში მშვენივრად იასპარეზა.. თუმცა, აქ იმისთვის ვიმყოფები, რომ დავამტკიცო საკუთარი საჭიროება.
ჩემი საფეხბურთო ცხოვრება იოლი არასოდეს ყოფილა. თუმცა, ეს ბრძოლა მიყვარს.. იგი ენერგიით მავსებს.. რომ არა ტრავმები დღეს აქ არ მოვხვდებოდი.. მათი დახმარებით, ძლიერი გავხდი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც.
ერთი სიტყვით შესნისთვის და ჩემთვის ეს კონკურენცია სასარგებლო იქნება.. მას არ ელის იოლი ცხოვრება, როგორც მე..
19 ნომერი? შემიყვარდა ეს ციფრი, რადგან სწორედ 19 რიცხვში ქალიშვილი შემეძინა.
რონალდუ? იუვენტუსი დიდებული გუნდია და იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ჩვენთან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იასპარეზებს. ჩვენ ვსაუბროთ უდაოდ გამორჩეულ პროფესიონალიზმზე, რომლის მენტალიტეტი იუვენტუსსთან ძალზედ ახლოს არის.. ამ ტრანსფერით სრულიად იტალიური ფეხბურთი იხეირებს.. კალჩო კვლავ დაუბრუნდება ძირძველ პოზიციებს..
ბუფონი? რაც მან გააკეთა იუვესთვის, ამის გამეორება იქნება ურთულესი ან საერთოდ წარმოუდგენელიც. უკანასკნელი 30 წლიანი საფეხბურთო ისტორიის მანძილზე, ჯიჯი საუკეთესო კარის დარაჯია!”
Mიკვარხარ მატია
ეგ რა მოხდა დაბრუნდა ავტორაზიცის გარეშე კომენტარი