ინგლისური მედია:”ჩელსიმ იუვესთან მოლაპარაკებები დაიწყო”
გონსალო იგუაინი და დანიელე რუგანის თაობაზე გადაწყვეტილება, როგორც ჩანს მალე იქნება მიღებული:
მოლაპარაკებები როგორც ეს გუშინ გაუწყეთ, მხარეებს შორის უკვე დაწყებულია და მას ფალი რამადანი აწარმოებს. სწორედ ის ბროკერი, რომელმაც თავის დროზე სარი ნაპოლიში მიიყვანა.
არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონია და ჩელსიში მას წლიურად 7.5 მილიონი ევრო ექნება, ყოველგვარი საბონუსე სისტემის გარეშე.
რუგანისთან დაკავშირებით პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.. ერთადერთი რაც ცნობილია არის მისი ღირებულება, რომელიც 40 მილიონს შეადგენს.