ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გოდინმა იუვეს უარი უთხრა

ესპანეთიდან იუვესთვის ნეგატიური ხასიათის ინფორმაცია გავრცელდა:

გოდინმა ტურინელთა წინადადებაზე უკანასკნელ წამს უარი განაცადა..

ფეხბურთელის შესაძლო წასვლიდან გამომდინარე, ატლეტიკომ უმალვე მოამზადა ის წინადადება, რომლითაც ურუგვაელს შეინარჩუნებდა.

მაგიდაზე დიეგოს ორი იდენტური წინადადება ედო და მან არჩევანი ატლეტიკოზე შეაჩერა..

სხვა მხრივ კი დღეს ტურინელები მილანში ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც რუგანი/იგუიანიდან ერთ-ერთის ან ერთბაშად ორივეს შეძენას შეეცდებიან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ნუ ინაზები გოდინი,
არ მიყვარს ბევრი ლოდინი.
თუ ავითხარე ნერვებზე,
წამოვა თავში როდინი.

GABU10
6 years ago

დავიჯერო იუვეს აკადემიაში წესიერი მცველი არარსებობს? რომ არიან დამოკიდებულნი 40 წლის კიელინ ბარძალიზე? მაგიტომაც არის იტალიის ნაკრები რომ ვერ ვითარდება რომ არის ამდენი ბებერი გუნდში, იჩალიჩონ რომანიოლზე, იჩალიჩონ ცოტა გრანდების მცველებზე, თაობათა ცვლა თუ არ წამოვიდა არაფერი არ იქნება საშველი, სწრაფ გუნდებთან გაუჭირდება ივენტუს ბრძოლა, მაგალითად პსჟსთან და ბარსასთან, ძალიან სწრაფები ყავს უკვე ორივეს :) აი მიხვდა ბარსელონა რომ ინის დრო წავიდა და გაუშვეს, ესენი რას ვერ მიხვდნენ რომ ვეღარ გაქაჩავს ეს ბარძალი კიელინი გრანდებთან ევროთასზე :(

რ ე ა ლ ი ს ტ ი

თუ რუგანი წავა და გოდინი არ მოვა მოსუსტდება დაცვა და ისევ ბებერი ბარძალის ძუნძულის ყურება მოგვიწევს

Bianconeri.10
6 years ago

ვაბშე არ გვჭირდება მემგონი გოდინი) ძაან ლომია,მაგრამ რუგანის მჯერა მაინც მე რომ გაქაჩავს )) ხედირა,სტურარო,იგუაინი რომ გავუშვათ პოგბას ფულს კი შევკრავთ და მერე ატმაზკები აღარ ექნება ალეგრის,ლიგა უნდა დადოს ))

Vega
6 years ago

არაა დიდი პრობლემა ეს. უარი თქვა და იყოს მანდ. მეტი შანსი ჩვენს ახალგაზრდებს. ვაბშე არავინაა ამ პოზიციაზე დასამატებელი.

forza bianconeri
6 years ago

არადა უკვე გადმოსული მეგონა. გაგვაძლიერებდა, მაგრამ არაუშავს ბენათიაც არაა ცუდი.
ახლა მთავარია რუგანი და იგუ გავყიდოთ კარგ ფასში. სტურაროს ადგილიც აღარაა გუნდში. ხედირამ ბოლო წლებში ძალიან მოუკლო, რაც მსოფლიოზეც ჩანდა. ზედმეტი ტვირთისგან უნდა განთავისუფლდეს იუვე.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დარჩი ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე იოცნებე

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x