Sky Sport Italia:”რუგანი და იგუაინი ტურინს მალე დატოვებენ”
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით რუგანი და იგუაინი მართლაც დატოვებენ ტურინს უახლოეს პერიოდში:
რუგანისთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია და იგი ჩელსის 50 მილიონის სანაცვლოდ, რამდენიმე დღეში შეუერთდება.
აი იგუაინთან დაკავშირებით კი ყველაფერი ასე მარტივად არ არის.. იუვეს ახლა ორი საკმაოდ მიმზიდველი წინადადება აქვს შესული, რომლიდანაც ერთი ჩელსის ეკუთვნის, ხოლო მეორე მილანს..
როსონერის მართალია ფინანსური სირთულეები ჰქონდა, მაგამ Elliott ჯგუფის დახმარებით, როგორც ჩანს პრობლემა გვარდება და ისინი არისტოკრატების წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდებიან..
როგორც ჩანს უახლოეს დღეებში როსონერი ანდრე სილვას ვულვერჰემპტონში 45 მილიონად გაასხვისებს.. შესაბამისად გარკვეული თანხების მოძიება, უკვე ამ ტრანსფერით განხორციელდება.
რუგანიში 50 მილიონს არ ველოდი))))
მაინც ცუდია იტალიელების იუვედან გადინება რაც არ უნდა ცუდი იყვნენ. გასახდელში იტალიური საუბარი უნდა იყოს და რაღაც დააკლდება მაინც იუვეს. მენანება რუგანი,იგუზე კი რა ვთქვა ყველაზე თამაში ბოლომდე დაიხარჯა და თუ უშვებენ ესეიგი რონალდო 9 იანად დადგება თორემ იგუ საჭირო იქნებოდა
წადი მილანში წადი, მგონი მილანმა გარკვეული თანხა მოიძია და მორატაც უნდათ.
ასე რომ დღევანდელი მილანისთვის ღიპიანი და მორატა იდეალური თავდასხმა იქნება.
შესაბამისად ასე თუ მოხდა იტალიაში არავისზე ნაკლები თავდასხმელბი არ იქნებიან თუ მეტი არა.
რონალდო, დიბალა, იკარდი, ღიპიანი, მორატა, ჯეკო
ჩელსი აირჩი მინდა შენი ყურება ჯერ კიდე მილანის თამაშებს კი ვერ ვუყურებ თუ იუვეს არ ეთამა ან ან დერბი არაა მიზიზე უბრალოდ ფორმაა რომელიც არ მომწონს იმდენად რო ვერც ვუყურებ