ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრემიუმ სპორტი:”გოდინის მომავალი რუგანის ტრანსფერზეა დამოკიდებული”


პრემიუმ სპორტი ადასტურებს იტალიაში დღეს დილით გავრცელებულ ცნობებს გოდინთან დაკავშირებით:

“ურუგვაელის მომავალი ცალსახად დანიელე რუგანის ტრანსფერზეა დამოკიდებული..

თუ ლონდონელები დააკმაყოფილებენ ტურინელთა მოთხოვნებს, მაშინ სასურველ მცველს მიიღებენ, ხოლო იუვე თავის მხრივ ატლეტიკოს უკანახაზელზე გადაერთვება..

როგორც ჩანს ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელებული ცნობები მაინც და მაინც რეალური არ ყოფილა.. გოდინი ტურინელთა წინადადების მოლოდინშია და შესაბამისად ატლეტიკოსთვის ჯერ პასუხი არ გაუცია..

შეგახსენებთ, რომ ტურინელებს გოდინი 20 მილიონი დაუჯდებათ თუ მათ მართლაც გადაწყვიტეს სამხრეთ ამერიკელის შეძენა..

13 thoughts on “პრემიუმ სპორტი:”გოდინის მომავალი რუგანის ტრანსფერზეა დამოკიდებული”

  1. არ მესმის, რატომ გაქვთ გუნდის და ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის იმედი… კაპიტნობა მარტო სტადიონზე სირბილი არაა..
    ჯიჯიზე ვითომ ჯერ არ ვიცი რო გადავიდა :D

  2. გოდინი კიელინი, მართლაც რომ შესანიშნავ დუეტს შექმნის. იუვეს, რაც აკლია ეს არის წონიანი ნახევარმცველი, პოგბა მაგარი ვარიანტია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ კროოსი ყველაზე მაგრად მოუხდებოდა იუვეს. :)

  3. იმის ძახილი რომ რუგანი იჩაგრება ბლეფია ვერ გაქაჩა და ვსო მე კალდარას იმედი უფრო მაქვს ვიდრე რუგანისი

  4. კიელინი გოდინის დუეტი უძლიერესი იქნება. ატლეტიკოდან რატომ მიდის კაპიტანი იმას ვერ ვხვდები ოღონდ. რუგანი როგორც ჩანს მიდის და სწორიცაა, იქნებ სარისთან ისევ გააგრძელოს პროგრესი, არაა დასაკარგი მცველი.
    სპინა რა უხმაუროდ მოვიდა, ცუდი ტრავმა მიიღო ძაან, არადა რა კარგი ფორმა ჰქონდა აკრეფილი. როგორც ჩანს სანდრო რჩება და დარმიანსაც არა უშავს შემცვლელად.
    პოგბას დაბრუნება მთლად ჭორიც არ უნდა იყოს. ეს თუ გამოვიდა ევროპაში კონკურენტიც არ გვეყოლება )))

  5. იუვეში მგონი სულ გაგიჟდნენ, ახლა გავცელდა ნიუსები რომ ზიდანი პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნებაო და პოგბას ტრანსფერზე დაიცყეს მუშაობაო და რამოდენიმე დღეში დასრულებენო

  6. ჩემი აზრით სხვა ტიპის მცველი გვჭირდება, უფრო მეტად კრეატიული, სეწაფი და ტექნიკური. როგორიც ბონუჩი იყო მაგალითად. პირველი პასის გამკეთებელი და არა მხოლოდ ტანადი და ფიზიკურად ძლიერი. კიელინი და გოდინი ერთნაირი ტიპის მცველები არიან და ეეთად თამაში გაუჭირდებათ. უფრო სწორად, მეტოქე ადვილად გამოიყენებს მათ სუსტ მხარეებს, როგორიცაა ტექნიკა და სისწრაფე.

  7. გოდი ძაან მაგარია თან კიელოსთან ერთად ძაან მკვლელი დუეტი იქნება. :juvee:
    ერთი რამე ტეხავს მარტო ზოგადად ვამბობ, ეს იტალიელები საერთოდ გადაჯიშნენ თუ რა არის ვერ გავიგე… :blin: არც არავინ არ არის, რომ მაგალითად იუვემ დაითრიოს ან რამდენს მისცა შანსი და ვერაფერი. რამდენი განათხოვრებული იყო და დაჟე ბანძ გუნდებში ვერ ქნეს ვერაფერი. იმედი მაქვს ბერნა და კალდარა გაგვახარებენ :juvee:

  8. ნეაპოლში რონალდუს სურათიანი ტუალეტის ქაღალდის გაყიდვა დაუწყიათ. :) რა დაბოღმილი ლუზერები არიან ტიპები.

    1. რაქნან საცოდავები არიან აბა ნაპოლს ვინ მიასუნინებს სკუდეტომდე ერთი 20 წელი ვერაფერს ვერ მოიგებენ კიდე ეგ ცისფერ მაისურიანები :lool: :lool: :lool:

  9. ძალისნ მაგარია მაგრამ ჩემი აზრით აღარ არის ამდენი ცვლილება საჭირო, მაქსიმუმ 1 ნახევარ მცველი ისიც პოგბა თუ მოიყვანეს დალშე არავინ აღარ არის საჭირო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.