ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუშინდელი მოლაპარაკებების მიმოხილვა

ალფრედო პედულა გუშინდელ მოლაპარაკებებზე საუბრობს:

ფაბიო პარატიჩი რუგანის საფეხბურთო აგენტს დავიდე ტორკიას შეხვდა და იტალიელის მომავალზე ისაუბრა..

დანიელე თანახმაა კარიერის ლონდონში გაგრძელებაზე, სადაც წლიურად ანაზღაურების სახით 4 მილიონ ფუნტს მიიღებს..

თავად ტრანსფერი კი 45 მილიონი ფუნტი დაჯდება და როგორც მოსალოდნელია, ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტუდება.

რაც შეეხება იგუაინის საკითხს.. SportItalia-ს მტკიცებით ამ მხრივ მოლაპარაკებები იქამდე არ დაიწყება, სანამ არისტოკრატები რუგანის ოფიციალურად არ გაიფორმებენ.

სხვათაშორის კონკრეტული ცნობები დი მარციოსგანაც წამოვიდა, რომელსაც მიაჩნია რომ ჩელსიში გადასვლის უფრო მეტი შანსი გონსალოს აქვს და არა დანიელეს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x