იუვემ ყველა აბონემენტი გაყიდა
“კრიშტიანო რონალდუს ეფექტი”-ს მორიგი შედეგი:
იუვემ უკვე ამ ეტაპზევე მოახერხა 2017-18 წლის სეზონის ყველა აბონემენტის გაყიდვა. ეს ინფორმაცია ბიანკონერის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
საგულისხმოა, რომ 4 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, უპირატესობა აბონემენტის შეძენაზე, ჰქონდათ იმ ქომაგებს, რომლებიც გასული სეზონისას ფლობდნენ.. შესაბამისად მათმა 95%-მა ისარგებლა უფლებით და ახალი აბონემენტი შეიძინა.
სტადიონზე როგორც იცით 41 507 ტიფოზი ეტევა და ჯამში 29 300 აბონემენტი არის გაყიდული. დარჩენილი 5%-ი, პირველივე დღეს გაიყიდა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც წლევანდელ სეზონს შეეხო, არის ფასის მომატება აბონემენტზე დაახლოებით 25%-ით, მაგრამ როგორც ხედავთ ამან ტიფოზებზე ნეგატიურად საერთოდ არ იმოქმედა.