ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპინაცოლა:”აქ მოსვლა ოცნების ახდენაა”

ლეონარდო სპინაცოლასთვის იუვენტუსის რიგებში ყოფნა ოცნების რეალიზებაა:

“თავდაპირველად მსურს მადლობა გადავუხადო აქ მყოფ საზოგადოებას.. თავდაპირველად მეგონა, რომ კითხვებს ჩემი აგენტები დამისვავდნენ.. იუვენტუსში კარიერის გაგრძელება ძალზედ ემოციურია და ეს კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერის გარეშეც ასე იქნებოდა.. ტურინში გადმოსვლა ოცნების ახდენაა!

აქ მოსვლა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შემეძლო.. ვფიქრობდი, რომ ეს მთელი ცხოვრების შანსი იყო, მაგრამ ატალანტამ წასვლის ნება არ მომცა.. საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი, რადგან გუნდთთან ერთად არაჩვეულებრივი სეზონი ჩავატარე..

მსურს ატალანტას, გასპერინის და კლუბის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო.. ისინი რომ არა აქ ახლა თქვენს წინაშე ნამდვილად არ ვიქნებოდი.. განსაკუთრებული მადლობა თავად იუვეს რომელიც 6 წლის განმავლობაში მელოდებოდა!

პირველი პერიოდის არენდების დროს თავს კომფორტულად ნამდვილად არ ვგრძნობდი.. პოზიციაზე სადაც მათამაშებდნენ მაქსიმუმის ჩვენება მიჭირდა.. აი ატალანტაში გადასვლისას და შესაბამისი როლის მორგებისას ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა.

როგორ შეიცვალა ამ 6 წლის მანძილზე იუვენტუსი? 6 წლის წინ რონალდუს დონის ტრანსფერზე ფიქრიც კი დაუშვებელი იყო.. ახლა კი თავადაც ხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები.. დღეისათვის იუვე პლანეტის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი კლუბია.

37 ნომერი ბევრი მიზეზის გამო შევარჩიე.. ატალანტაში პირველი სეზონის დროს სწორედ ამ ნომრით ვიასპარეზე და იგი ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა.. ციფრი 7 არაერთი ფაქტორის გამო მირჩევნია, მაგრამ კუადრადომ იგი საკუთარი ნებით რონალდუს დაუთმო.. მომწონს ციფრი 3 და 7.. შესაბამისად შევარჩიე 37..

ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი.. ამ ეტაპზე სარბენი პროგრამით ვმუშაობ.. გასულ კვირას ქირურგ მარიანის შევხვდი, რომელმაც დამიდასტურა პოზიტიური ნიშნები.. ახლა უბრალოდ მოთმინება არის საჭირო..

მინდორს სავარაუდოთ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დავუბრუნდები.. ვფიქრობ, ასეთი მძიმე ტრავმის მერე არ იქნება მიზანშეწონილი საქმეში მალე ჩავერთო, რითაც ტრავმის რეციდივს ხელს შევუწყობ.. დაველოდები ექიმს და როდესაც იგი ნებას დამრთავს, სწორედ მაშინ შევუდგები ინტენსიურ სამწვრთნელო სესიას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x