იტალიური მედია:”ჩელსი იუვესაც შეუთანხმდა და რუგანისაც..”
დანიელე რუგანი როგორც ამას იტალიური მედია იუწყება მალე სარის გუნდს ოფიციალურად შეუერთდება:
მხარეებს შორის ფინანსური პრობლემა არსებობდა, რომელიც როგორც ჩანს წარმატებით გადაიჭრა..
კერძოდ, ჩელსის თავდაპირველი წინადადება 40 მილიონს შეადგენდა, რაზეც ტურინი უარს აცხადებდა..
საბოლოო ჯამში ბონუსის სახით არისტოკრატები დამატებით 10 მილიონს გაიღებენ და შედეგად იტალიელი იუვეს 50 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება.
თავად რუგანის ანაზღაურების სახით წლიურად 5 მილიონი ექნება, რაც ამჟამინდელ 1.8 მილიონზე გაცილებით მაღალია.
არ უნდა გაესვათ . ეს და კალდარა კაი წყვილი იქნრბოდა
არ მომწონს ეს ყველფერი თუმცა კატასტროფა არაფერი ხდება
:evil::evil::evil:
არადა კარგი ფეხბურთელია
ამის წასვლა არ შეილება არა