ტურინული სატრანსფერო აურზაური (7/22/18)
მიმდინარე უქმეები სატრანსფერო კუთხით მაინც და მაინც აქტიური არ გამოდგა:
პრესაში კვლავინდებურად იდენტური სტილის სიახლეები ჩნდება..
რუგანის ჩელსის რიგებში გადაბარგება აუცილებლად მოხდება, საკითხავი რჩება თუ როდის დადასტურდება ორივე კლუბის მხრიდან აღნიშნული ტრანსფერი..
როგორც კი ლონდონელები ახალგაზრდა მცველის ტრანსფერზე ყველაფერს შეათანხმებენ, სწორედ ამის შემდგომ დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგა გონსალო იგუაინის შესაძენად..
თუმცა, არავინ ამბობს დადასტურებით, რომ არგენტინელი ტურინს უპირობოდ დატოვებს.. 30 ივლისის შემდეგ სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი ბიანკონერის რიგებში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება..
პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ მისი ძმა უკვე ამზადებს ნიადაგს შესაძლო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც წესით და რიგით ორმა კლუბმა უნდა დაიწყოს.. საუბარი ეხება იმავე ჩელსის და ასევე მილანს.. დიახ, როსონერი ევროპა ლიგაზე დაბრუნდება, ახალი პრეზიდენტი ჰყავს და შესაბამისად ფინანსური რესურსიც მსგავსი ტრანსფერის განსახორციელებლად.
პიანიჩი.. ბოლო 2-3 დღეა მისი გვარი აქტიურად ფიგურირებს პრესის ფურცლებზე.. სიტი როგორც ჩანს ყველაზე მეტად იწევს მისკენ.. გუარდიოლა დიდი თანხის გადახდაზეც არ იწევს უარს.. რაც შეეხება იუვეს.. პიანიჩი ალეგრისთვის ხელშეუხებელია, მაგრამ 100 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.. მაგალითად ამ თანხის ინვესტირება პოგბაში ან რაბიოში..
კალდარა არ იყიდება! დიახ, ზუსტად ასე დაასათაურეს დღევანდელი ნომრები იტალიურმა გამომცემლობებმა.. მატეას ტურინი შანს აუცილებლად მისცემს და ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენებს ნიჭიერი აპენინელი ამ შესაძლებლობას..
ახლა რაც მინდა დავწერო ამისთვის ადმინებს არ ეცლებათ წესით ამიტო ვინმემ ვისაც დრო გაქვთ და სურვილი იმისი რო ყველა იუვეს მაგარ თამაშზე სადმე ერთად ჰევიკრიბოთ და დიდ ეკრანზე ვუყუროთ ორგანიზება გაუკეთოს მჯერა ჩვენ ერთად გავალთ უკვე იქ სადაც იუვე უნდა იყოს ანუ დაიწყება ჩვენი დრო და ტიტულები ევროპაზეც მემგონი არ უნდა იყოს ცუდი აზრი
ტრიპლეტი უნდა დასდონ წელს
ნეტა მართლა ეგრე მოხდეს მთავარია ჯეროდეს იუვეს და ალეგრის და გულშემატკივარს
წელს რონალდუს თამადობით ყველა ზემოტივირებული იქნება. იმედია დიბალაც მოუმატებს და ბერნაც.
ძალიან საგიჟეთი იქნება შეტევაში – კოშტა, დიბალა, ბერნა და რონი.
მართალი ხარ ძმაო
იცი ყველას გასაგონად ვამბობ იუვე ლიგას როდის დადებს როცა პრიორიტეტი ლიგა იქნება იქნება და არა იმის მტკიცება იტალია ბოლომდე ჩვენია და სკუდეტოები მარტო მე მოვიგო მოგე ლიგა ზედიდა ვინ სიტყვაზე იმის გამო გაბრაზდეს რო თუნდაც სკუდეტოს ხარჯზე იგებდე ლიგას იმას შევახსენებ რო ჯერ ზედიზედ მოიგეთ სკუდეტოები და მარა ილაპარაკეთ მაგაზე ალეგრი ლიგა მთავარი ახლა თუ ორივეს გააკეთებ არც ეგ გვეწყინება არც იუვეს ბალეშიკს თავისთავად წარმატებები
დათო ჯიშკარიანზე გეთანხმები მართლაც კარგი ადმინი და პიროვნებაა. მაგრამ ჯანი ანიელი ვერ შეძლებს უკვე ამ საიტის ადმინობას )))
მეც არ გამიკვირდა სად ანიელი და სად ადმინი )))
იმიტო გითხარი რაღაცა უწებ წავიკითხე ის ვერ შეძლებს მართალი ხარ
ვაფშემ და დახურონ უკვე ფანჯარა საკმარისია რა არც პოგბაა საჭირო და არც არავინ,ისედაც ბევრი ბალასტია გუნდში და ჯერ ისინი არიან მოსაშორებელი
თუ პანიაჩს არ გაუშვებენ მეც თანახმა ვარ
ადამიანი ლეგენდა. ადამიანი მოვლენა
https://www.instagram.com/p/BlhyZcbFYWb/?utm_source=ig_share_sheet&igshid=jczlm4rh2bo0
ხოდა იმიტომაც არის იუვეს საიტის ადმინიც
სხანაირად გავიგე უცებ მარა იმედია ამაშიც მეთანხმები
ყველაზე რეალური არის ვერატის ამბავი. ეს თუ მოხდა ყველაფერი არის კარგად. არ გვინდა ეს პოგბა ადამიანი რომელმაც გაცვლა იუვე იმ კლუბზე სადაც მაგრად ჰკიდიათ. რომ არა იუვე დღეს პოგბა ეგდებოდა სადღაც პორსტმუთში. თუ დაითრიეს კარგი იქნება მაგრამ ვერატი იქნება მეორე პირლო ჩვენთვის.
ალეგრი ტაქტუკასაც ხომ არ ცვლის ნეტავ? ჩანი მატუიდი ჩამშლელად დიბაკა ან ბერნა მათ წინ და სამი შემტევი. ანუ თუ აქამდე ერთი ჭკვიანი ნახევარნცცელი იდგა მცველების წინ ეხლა ორი ფიზიკყრად ძლიერი და მშრომელი ნახევარმცვწლი იქნება. მათ წინ ჯრეატივი. დიდი მნიშვნელობა ფკანგებს მიენიჭება აქ კი ძალიან კარგას გვაქ საქმე დაცვა სანდრო კანსელო შეტევა კვადრატა ბერნა კოშტა დიბალა რონალდო
ალეგრის არ უნდა ყველაზე მეტად პიანიჩის გაყიდვა.
მაგრამ არაა გამორიცხული რასაც შენ იძახი ეგეც მოხდეს.
1 ვარიანტიცაა რაც ჯერ არ დაწერილა და მე ვფიქრობ. თუ პსჟ-მ იყიდა ჩელსიდან კანტე, მაშინ ვერატის გაყიდვა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში შეიზლება პიანიჩი ვერატით ჩაანაცვლონ.
მოსალოდნელია ეგ სამკუთხედიც. ისე ჩანი ლივერპულში პიანიჩის ადგილზე თამაშობდა თუმცა აბსოლიტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან
პრინტერის ტრანსფერებიც მომეწონა: დევრი დაცვაში, რაჯა ცენტრში, და ლაუტერო შეტევაში. მშვენიერად გაძლიერდა და მგონი ვიდალსაც დაითრევენ.
ალბათ შეგვეჭიდებიან სკუდეტოზე.
საინტერესო სერიალი უნდა გამოდგეს წელს.
ვაფშე აღარავინ არ გვინდა ცენტრში, პიანიჩიც არ უნდა გაუშვან.
აგერ ჩანი მოიყვანეს და 6 მილიონი მისცეს ხელფასი. თუ არ აკმაყოფილებს იუვეს დონეს მაშინ რაღას მოყავდათ. ფიზიკური მონაცემები კი ჩანს კარგი აქვს ცენტრში საჭიდაოდ.
ბეტანკურიც უნდა გასასტავდეს წელს ნელ-ნელა.
მატუიდიც მშვენიერ ფორმაშია.
ნუ ხედო და მარკიზაც ჯერ ჩამოსაწერები არ არიან.
დიბალას ან ბერნასაც შეუძლიათ ნახევამცველებს მიეხმარონ.
მოკლე ზედმეტი თავის ატკიებაა პინიჩის გაყიდვა და მერე მისი შემცვლელზე ჩალიჩი.
პოგბას იუვეში დაბრუნება რაღაც ზღაპარს გავს, არარეალურად მეჩვენება.
თუ პოგბა მოვა , ერთი პიანიჩის სტილის ფეხბურთელი მაინც გვყავს მოსაყვანი
პიანიჩის პოგბათი შეცვლის არსს ვერ ვხვდები ))