ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა არის

კორეირო დელა სერას მტკიცებით:

ლეონარდო ბონუჩის იმდენად სურს ტურინში დაბრუნება, რომ მზად არის ამჟამინდელი ანაზღაურება რომელიც 10 მილიონს შეადგენს შეიმციროს..

ზემოთხსენებულუ წყაროს ინფორმაციით, ლეო მზადყოფნას გამოთქვამს სამი მილიონით ნაკლები მიიღოს ტურინში და შედეგად 7 მილიონდე შემცირდეს ეს ციფრი..

მან როსონერის ხელმძღვანელობას მკაფიოდ დაუფიქსირა, რომ კარიერის გაგრძლება ტურინში სურს.

8 thoughts on “ბონუჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა არის

  1. ორი მოთხოვნა წაუყენა იუვემ ბონუჩის, თუ დაბრუნდა – საჯარო ბოდიში მოუხადოს გულშემატკივრებს და აპეტიტი დაიოკოს. არა მგონია 6-ზე მეტი მისცენ ხელფასად…
    მაინც რთული მგონია მისი დაბრუნება, გამოკითხვები ტარდება ყველგან და ნეგატიური განწყობაა ძირითადად, 85%/15% -ზეა დაახლოებით და კლუბს მოუწევს ქომაგების განწყობის გათვალისწინება, ან შეძლებისდაგვარად შეცვლა.
    ნებისმიერ ვარიანტში, კალდარას შეწირვა ამ ტრანსფერში მიუღებელია ჩემთვის. ისედაც ბევრი ვერაფერი დაამტკიცა ბონუჩიმ. ვერც ითამაშა მაღალ დონეზე და ვერც ულიდერა გუნდს. გამოჩნდა რომ იუვე ათამაშებდა მაღალ დონეზე და ლიდერობის პრეტენზია გადაჭარბებული ამბიცია იყო მხოლოდ.

  2. 18 თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ლევან მჭედლიძე 5 წუთში ისევ შესაცვლელი გახდაო, თუ რომელიმე გუნდს ეკუთვნის ოსკარი მყარ ნერვებში უსათუოდ ემპოლია.

  3. 19 პერინმა აიღო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოს… ჩემი აზრი ეგეთი რო უნდა ახსოვდეს სულ რომ მისი ადგილი დაკარგა გუნდში და ეს სულ უნდა ახსენებდეს თავს რომ ის ტურინის და იუვეს 19 ნომერი აღარაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.